ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "სლოვანი" "სიტისთან" განადგურდა - "არსენალმა" პსჟ-ს, "ბაიერმა" კი "მილანს" მოუგო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, პირველ სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა.

„სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტისთან“ 0:4 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. სლოვაკურმა გუნდმა ტურნირზე ისევ დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა და შემდეგ შეხვედრას 22 ოქტომბერს გასვლაზე „ჟირონასთან“ ჩაატარებს.

"არსენალმა" პსჟ-ს 2:0, "ბაიერმა" კი "მილანს" 1:0 მოუგო. "ბარსელონამ", "დორტმუნდმა" და "ინტერმა" დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს. აღსანიშნავია "ბრესტის" მიერ სტუმრად "ზალცბურგის" 4:0 ძლევა.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - მანჩესტერ სიტი 0:4
გოლები: 0:1 გიუნდოგანი (8), 0:2 ფოდენი (15), 0:3 ჰოლანი (58), 0:4
მაკატი (74)

ზალცბურგი. „რედ ბულ არენა“
ზალცბურგი - ბრესტი 0:4
გოლები: 0:1 სიმა (24), 0:2 კამარა (66), 0:3 სიმა (66), 0:4 ლაჟე (75)

შტუტგარტი. „MHP არენა“

შტუტგარტი - სპარტა 1:1
გოლები: 1:0 მიიო (7), 1:1 კაირინენი (32)

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - იანგ ბოიზი 5:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8), 2:0 რაფინია (34), 3:0 მარტინესი (37), 4:0 ლევანდოვსკი (51), 5:0 კამარა (81, საკ. კარში)

ლევერკუზენი. „ბაიარენა“
ბაიერი - მილანი 1:0
გოლი: ბონიფასე (51)

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი - სელტიკი 7:1
გოლები: 1:0 ჯანი (7, პენ), 1:1 მაედა (9), 2:1 ადეიმი (11), 3:1 ადეიმი (29), 4:1 გირასი (40, პენ), 5:1 ადეიმი (42), 6:1 გირასი (66), 7:1 ნმეჩა (79)

მილანი. „სან სირო“
ინტერი - ცრვენა ზვეზდა 4:0
გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (11), 2:0 არნაუტოვიჩი (59), 3:0 მარტინესი (71), 4:0 ტარემი (81, პენ)

ეინდჰოვენი. „ფილიპსი“
პსვ - სპორტინგი 1:1
გოლები: 1:0 სჰაუტენი (15), 1:1 ბრაგანსა (83)

ლონდონი. „ემირეითსი“
არსენალი - პსჟ 2:0
გოლები: 1:0 ჰავერცი (20), 2:0 საკა (35)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული