„ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა „ბაიერნი“. რაფინიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ფერმინმა კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ყოფილ გუნდს გაუტანა ლევანდოვსკიმ, რომლის ანგარიშზე ბოლო 7 შეხვედრაში 11 გოლია. „ბარსა“ 26 ოქტომბერს, ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება.
„ლივერპულმა“ სტუმრად 1:0 სძლია „ლაიფციგს“, 9 ქულა აქვს და „ასტონ ვილასთან“ ერთად ლიდერია. სლოტის გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 12 დაპირისპირებიდან 11 მოიგო - 8 ზედიზედ.
"მანჩესტერ სიტიმ" "სპარტა" 5:0 გაანადგურა. ჰოლანმა დუბლი შეასრულა. მან მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 13-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. "სიტიმ" ტურნირზე "მანჩესტერის" რეკორდი დაამხო - ძირითად დროში ზედიზედ 26 მატჩში მარცხი არ განუცდია.
"ლილმა" გასვლაზე 3:1 სძლია "ატლეტიკოს". სიმეონეს გუნდმა ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო.
"ინტერმა" კომპენსირებულ დროში ტიურამის გატანილი გოლით 1:0 მოუგო "იანგ ბოიზს". ინძაგის გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა.
ბარსელონა. "ოლიმპიკ ლიუის კომპანისი"
ბარსელონა - ბაიერნი 4:1
გოლები: 1:0 რაფინია (1), 1:1 კეინი (18), 2:1 ლევანდოვსკი (36), 3:1 რაფინია (45), 4:1 რაფინია (55)
ბარსელონა - ბაიერნი 4:1
გოლები: 1:0 რაფინია (1), 1:1 კეინი (18), 2:1 ლევანდოვსკი (36), 3:1 რაფინია (45), 4:1 რაფინია (55)
ლაიფციგი. "რედ ბულ არენა"
ლაიფციგი - ლივერპული 0:1
გოლები: 0:1 ნუნიესი (27)
ლაიფციგი - ლივერპული 0:1
გოლები: 0:1 ნუნიესი (27)
ბერგამო. "ატლეტი აძური დ’იტალია"
ატალანტა - სელტიკი 0:0
გენგამი. "სტად დიუ რუდურუ"
ბრესტი - ბაიერი 1:1
გოლები: 0:1 ვირტცი (24), 1:1 ლე-მელუ (39)
მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - ლილი 1:3
გოლები: 1:0 ალვარესი (8), 1:1 ჟეგროვა (61), 1:2 დევიდი (74, პენ), 1:3 დევიდი (89)
ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - ფეიენოორდი 1:3
გოლები: 0:1 უედა (12), 0:2 უედა (24), 1:2 აკტიურკოღლუ (66), 1:3 მილამბო (90+2)
ზალცბურგი. "რედ ბულ არენა"
ზალცბურგი - დინამო (ზ) 0:2
გოლები: 0:1 კულენოვიჩი (49), 0:2 პეტკოვიჩი (84)
გაძევება: შლაგერი (66, ზალცბურგი)
მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - სპარტა 5:0
გოლები: 1:0 ფოდენი (3), 2:0 ჰოლანი (58), 3:0 სტოუნზი (64), 4:0 ჰოლანი (68), 5:0 ნუნიეში (88, პენ)
ბერნი. "ვანკდორფი"
იანგ ბოიზი - ინტერი 0:1
გოლი: ტიურამი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: არნაუტოვიჩი (48, ინტერი)