"რა ჯანდაბაა, ამას როდის მიხვდებიან?!" - ვალვერდეს მეუღლე "მილანთან" მატჩის შემდეგ ანჩელოტის დაუპირისპირდა

AutoSharing Option
"რეალის" 26 წლის ურუგვაელი ნახევარმცველის ფედერიკო ვალვერდეს მეუღლე მინა ბონინო "მილანთან" წაგებული 1:3 მატჩის შემდეგ მადრიდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დაუპირისპირდა და გადაწყვეტილება არ მოუწონა.

მოგეხსენებათ, იტალიელმა სამხრეთ ამერიკელი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა და მის მაგივრად თამაშში ედუარდო კამავინგა ჩართო. ბონინომ კი სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:

"ფედე თავის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, როგორც დაცვითი ნახევარმცველი. რა ჯანდაბაა, როდის მიხვდებიან, რომ ის გარემარბი არ არის?!", - დაწერა ბონინომ.

ვალვერდეს მეუღლის ამ პოსტზე მატჩის შემდეგ ანჩელოტისაც ჰკითხეს, რომელმაც თქვა:

"კომენტარის გაკეთება სოციალურ
ქსელებში ხალხის პოსტებზე ძალიან ძნელია. ვალვერდე შევცვალე, რადგან ის 100 პროცენტით მზად არ იყო. რამდენიმე დღის წინ მას ზურგის პრობლემა ჰქონდა. პირველ ტაიმში თავს კარგად არ გრძნობდა", - თქვა კარლომ. 

alt"გიჟი ხარ!" - ესპანეთში თვლიან, რომ "მილანთან" მატჩში ამ საქციელისთვის ვინისიუსი უნდა გაეგდოთ

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვაა ცოლების და ცოლისდების საქმის გარჩევაღა აკლდა კარლოს.დდდ
ტტტ
21:38 06-11-2024
1
ჯობია დაკვრა-ჩამოკვრა განაგრძო. ან მაგრად ჩაბერე))))))))))
კონსერვატორია-ს
15:43 06-11-2024
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული