"რა ჯანდაბაა, ამას როდის მიხვდებიან?!" - ვალვერდეს მეუღლე "მილანთან" მატჩის შემდეგ ანჩელოტის დაუპირისპირდა

AutoSharing Option
"რეალის" 26 წლის ურუგვაელი ნახევარმცველის ფედერიკო ვალვერდეს მეუღლე მინა ბონინო "მილანთან" წაგებული 1:3 მატჩის შემდეგ მადრიდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დაუპირისპირდა და გადაწყვეტილება არ მოუწონა.

მოგეხსენებათ, იტალიელმა სამხრეთ ამერიკელი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა და მის მაგივრად თამაშში ედუარდო კამავინგა ჩართო. ბონინომ კი სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:

"ფედე თავის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, როგორც დაცვითი ნახევარმცველი. რა ჯანდაბაა, როდის მიხვდებიან, რომ ის გარემარბი არ არის?!", - დაწერა ბონინომ.

ვალვერდეს მეუღლის ამ პოსტზე მატჩის შემდეგ ანჩელოტისაც ჰკითხეს, რომელმაც თქვა:

"კომენტარის გაკეთება სოციალურ
ქსელებში ხალხის პოსტებზე ძალიან ძნელია. ვალვერდე შევცვალე, რადგან ის 100 პროცენტით მზად არ იყო. რამდენიმე დღის წინ მას ზურგის პრობლემა ჰქონდა. პირველ ტაიმში თავს კარგად არ გრძნობდა", - თქვა კარლომ. 

alt"გიჟი ხარ!" - ესპანეთში თვლიან, რომ "მილანთან" მატჩში ამ საქციელისთვის ვინისიუსი უნდა გაეგდოთ

მკითხველის კომენტარები / 16 /
ლიბერალებო და ლიბერასტკებო! ვიზირებთ თქვენს დიდ მწუხარებას არჩევნებში დამარცხებისა და გამო! ეს ერთი და სხვა მრავალი, ვენოკი ჩვენზე იყოს! სულ ასე დამარცხებით გევლოთ ყველგან!
კონსერვატორი.
13:28 06-11-2024
36
სულ, რო საქართველოსთვის არაფერი გააკეთოს ტრამპმა, ერთადერთი რითიც ფასდება ეს კაცი,არის ის,რო პატივს სცემს ტრადიციას და ოჯახს, სადაც კაცი კაცია და ქალი ქალი! ჭირს წაუღია "ევროპული და ამერიკული ღირებულებები".
ნინი
13:38 06-11-2024
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული