ლიგის ახალი ფორმატი - რა ვნახეთ და რას ველოდებით? რა თქმა უნდა, უფრო მეტი "რემონტადა"

AutoSharing Option
როდესაც ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დადასტურდა, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ერთი შეკითხვა გაგვიჩნდა, რამდენად გაამართლებდა ახალი სატურნირო მიდგომა და რამდენად შეცვლიდა ახლანდელი მოცემულოცა ძველ, ტრადიციულ მიდგომას. სანამ უშუალოდ ტურნირი დაიწყებოდა ბევრი ვერაფერი გავიგეთ და მეტიც, აღმასრულებელი ორგანო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა, თუმცა შედეგმა ყველაფერი გადაფარა.

მოგეხსენებათ, ქვეჯგუფები ერთიანმა სატურნირო ცხრილმა შეცვალა, პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად 36-დან მოწინავე 8 გუნდი იღებს, 9-დან 24-მდე კი მომდევნო ეტაპის კვალიფიკაცია იმართება.

უკვე 4 ტური გავიარეთ და ნათლად გამოჩნდა, რომ ფორმატი, რომელიც უეფას მესვეურებმა შემოგვთავაზეს გაამართლა, ადრე თუ
ყველაზე კარგ შემთხვევაში ჯგუფში 3 გუნდი ხვდებოდა, ახლა ევროპული გრანდები ერთმანეთს უფრო ხშირად უპირისპირდებიან, მეტი ინტრიგა და გულშემატკივრების უფრო დიდი ემოცია გვხდება, დღეს თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მივყვეთ დეტალურად.

მიუნხენის "ბაიერნმა" და მთავარმა მწვრთნელმა ვინსენ კომპანიმ ლიგის ახალი ეტაპი მრისხანედ გახსნეს, "რეკორდმაისტერმა" ზაგრების "დინამო" 9:2 გაანადგურა, ბოლო ტურში "ბენფიკას" 1:0 სძლია და საკუთარ კედლებში 2 გამარჯვება იზეიმა, მაგრამ რად გინდა? დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ "ასტონ ვილას" ესტუმრა და 1:0 დამარცხდა, ეს მატჩი "რეალი" "დორტმუნდის" (5:2) შეხვედრასთან ერთად, საუკეთესო ატმოსფეროს კუთხით პირველ ადგილს ინარჩუნებენ, შემდეგ იყო მიუნხენური გრანდის სტუმრობა კარგად ნაცნობ "ბარსელონასთან" და ჰანსი ფლიკის მასტერკლასი,  კომპანის მარცხი 4:1 და ბედისირონია, პირველ ტურში განადგურებული ზაგრების "დინამო" მე-16 ადგილს იკავებს, ხოლო "ბაიერნი" - მე-17-ს.

Sportall.Ge

უდიდესი სენსაციაა "რეალის" მე-18 პოზიციაზე ყოფნა, ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, "ბლანკოსმა", კილიან მბაპე დაიმატა, გუნდმა "დორტმუნდთან" ფანტასტიკური მატჩი შემოატრიალა (0:2-დან 5:2), თუმცა ფრანგული "ლილისა" და იტალიური "მილანის" ბარიერი ვერ გადალახა, მეორედ კი ამ გუნდებს ამ ფორმატში არ შეხვდებიან.

საინტერესოა, რომ ერედივიზიონის საუკეთესო გუნდი, ეინდჰოვენის "პსვ" ლიგაზე 5 ქულით 24-ე ადგილს იკავებს, ფაქტობრივად გამორიცხულია, მსგავსად მოთამაშე ნიდერლანდური გრანდი, რომელიც საკუთარ ჩემპიონატში 13-დან 12 გამარჯვებით ერთპიროვნულად ლიდერობს, ჯგუფური ეტაპი ვერ გადაელახა, თუმცა ახალმა ფორმატს ვერ მოეგო, რა მივიღეთ? მზადება კონკრეტულ შეხვედრაზე და არა ცხრილზე, არაპრიორიტეტულად ქცეული შეხვედრები (მაგალითად, წინასწარ დაგეგმილი მატჩები, სადაც 3 ქულას აიღებ), არამედ ყველა მატჩში ბრძოლა და ამის ნათელი მაგალითი ჩემს მიერ უკვე ხსენებული შეხვედრებია.

4 ტურის თავზე ყველაზე საინტერესო მოწინავე 8 გუნდია, ერთპიროვნული ლიდერი "ლივერპულია", სლოტის შეგირდები მაგარ ფეხბურთს გვთავაზობენ, შემდეგ მოდის გიოკერესის ლიდერობით "სპორტინგი", "მონაკო", ფრანგული "ბრესტი" და "ინტერი", რვა გუნდიან ჩამონათვალს კი ვასრულებთ "ბარსელონათი", "დორტმუნდითა" და "ასტონ ვილათი", რა საინტერესოა, რომ განვლილ ტურებში ევროპული გრანდებისა და უდიდესი ბიუჯეტის მქონე გუნდების ნაცვლად ვხვდებით, მაგალითად, "ბრესტს", რომელმაც მოუგო "ზალცბურგს", ეთამაშა ფრე "ლევერკუზენს", დაამარცხა პრაღის "სლავია" და ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი", კი შედარებით მარტივი კალენდარია, მაგრამ ესეც ხომ იღბლის ნაწილია.

მინდა გითხრათ, რომ ტურნირის დაწყებამდე ფავორიტ ათეულში გვხვდებოდნენ "ლივერპული", "ინტერი", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "იუვენტუსი", "არსენალი", მიუნხენის "ბაიერნი", მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკო", იქვე "პარი სენ ჟერმენი", თუმცა განახლებულმა ფორმატმა გვაჩვენა, რომ მთავარი სტაბილურობაა, ჯგუფური ეტაპის 4 ტურის შემდეგ დასვენება აღარ გამოვა და მივიღებთ მეტ ბრძოლას, რაც შეიძლება მეტ გატანილ გოლსა და მინი თუ დიდ სენსაციებს. ფეხბურთი ემოციების თამაშია, ეს ფორმატი კი გუნდებს დასვენების ან დანებების საშუალებას აღარ მისცემთ. რემონტადა ესპანური სიტყვაა და მატჩში დაბრუნებას (ქამბექი) ნიშნავს, წელს ლიგის ახალ ფორმატზე მსგავსი ბევრი რამ ვნახეთ, წინ კიდევ უფრო მეტი გველის.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ:

მკითხველის კომენტარები / 13 /
ახლანდელი ევროპული ლიგების(ჩემპიონთა, ევროპის, კონფერენც) სტრუქურა ძალიან მაგონებს საბჭოთა საფეხბურთო მეურნეობას. ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის საუკეთესო კლუბები გამოდიან, როგორც ეს სსრკ უმარლეს ლიგაში იყო, მაგრამ აქაც და იქაც გამოერეოდა ხოლმე ხლამი, მაგალითად აქ ბრატისლავის სლოვანი, იქ ფახთაქორი. ჩემპიონთა ლიგაზე დღეს 36 გუნდი გამოდის, სსრკ უმაღლეს ლიგაში ორჯერ ნაკლები კლუბი იყო, თუმც ქვეყნების რაოდენობაც ნაკლები. ევროპა ლიგა მაგონებს სსრკ პირველ ლიგას. აქაც არიან ტოპ სახელები აიაქსი, ანდერლეხტი, მანჩესტერ იუნაიტედი და სხვა და იქაც იყვნენ გავარდნილი ტოპ გუნდები, მაგ. მოსკოვის სპარტაკი. ევროპა ლიგაზე ასევე 36 გუნდია, სსრკ პირველ ლიგაში 24 გუნდი იყო და ქვეყნების წარმომადგენლობაც შესაბამისად ნაკლები. აი კონფერენს ლიგა კი ნამდვილი ხლამია, იქ მონაწილე სომხეთის ნოა, ნამდვილად ითამაშებდა სსრკ მეორე ლიგის მე-9-ე ზონაში, სადაც ამიერკავკასიის კლუბები გამოდიოდნენ. აი კლუბების რაოდენობით კი სსრკ მეორე ლიგა ნამდვილად ჯობდა ევროპის კონფერენც ლიგას. თუ კონფერენც ლიგაზე, ისევე როგორც ზედა ლიგებში კლუბების რაოდენობა 36-ია, სსრკ მეორე ლიგის ტერიტორიული პრინციპით დაყოფილ 9 ზონაში კლუბების რაოდენობა 160-ს აღემატებოდა და მოიცავდა მაშინ ჩვენი დიადი სამშობლოს უკიდეგანო სივრცეს მთლიანად.
სტალინი
19:15 14-11-2024
0
სისულელეა იმის მტკიცება,რომ ახმა ფორმატმა გაამართლა და მატჩები საინტერესოა.ძლიერი გუნდების ასეთი ხშირი მაეცხები გინახიათ ძველ ფორმატში?იქ ყველა თამაშს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქულების მხრივ და მოტივაციაც დიდი იყო.ეხლა რას ვხედავთ?ფეხბურთელები მოშვებული არიან,არავითარი მოტივაცია,სანამ ბოლო თამაშებში ქულების დაგროვების აუცილებლობა არ დადგება.გუნდებმა იციან ბევრი თამაშებია წინ და არ ჩქარობენ თავიანთი მაქსიმუმის ჩვენებას.მაყურებელმაც იცის ჯერ არაფერი არ წყდება ამ თამაშებში და ინტერესი არა აქვთ.თუ უბრალოდ ფეხბურთის თამაშის ყურება უყვარს ვინმეს,იუთუბზე შეუძლია ბევრი საინტერესო თამაში იხილოს.ჯერ არავინ არ ითვლის მაინცდამაინც ვის რამდენი ქულა აქვს და რომელ ადგილზეა.საინტერესო იქნება მხოლოდ ბოლოს,როცა გუნდებს ქულები დასჭირდებათ.ჯერჯეტიბით არაფერია საინტერესო.
მირო
02:24 14-11-2024
5

სიახლეები პოპულარული