02:06 11-12-2024
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
AutoSharing Option
„რეალმა“ გასვლაზე ძალიან სანახაობრივ შეხვედრაში „ატალანტა“ 3:2 დაამარცხა. მადრიდელთა თავდამსხმელმა მბაპემ გოლი გაიტანა, 35-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მასპინძლებს ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ლუკმანის ჩაწოდებული ბურთი რეტეგიმ სამიოდ მეტრიდან კარში ვერ გადაგზავნა. "სამეფო გუნდმა" ყველა ტურნირზე ბოლო 4 დაპირისპირებიდან 3-ში იმარჯვა.
„შახტარი“ „ბაიერნთან“ 1:5 განადგურდა. დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი ისევ სათადარიგო იყო.
პსჟ-მა „ზალცბურგს“ (3:0), „ბრესტმა“ პსვ-ს (1:0), „ასტონ ვილამ“ „ლაიფციგს“ (3:2), „ბაიერმა“ „ინტერს“ (1:0), „ბრიუგემ“ კი „სპორტინგს“ (2:1) სძლია.
„ლივერპულმა“ კატალონიაში „ჟირონას“ 1:0 სალაჰის გატანილი პენალტით მოუგო და 18 ქულით ლიდერია.
ზაგრები. „მაკსიმირი“
დინამო (ზ) - სელტიკი 0:0
ჟირონა. „მონტილივი“
ჟირონა - ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 სალაჰი (63, პენ)
ბერგამო. „ატლეტი აძური დ’იტალია“
ატალანტა - რეალი 2:3
გოლები: 0:1 მბაპე (10), 1:1 დე კეტელარე (45+2, პენ), 1:2 ვინისიუსი (57), 1:3 ბელინგემი (59), 2:3 ლუკმანი (65)
ლევერკუზენი. „ბაიარენა“
ბაიერი - ინტერი 1:0
გოლი: მუკიელე (90)
გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“
ბრესტი - პსვ 1:0
გოლი: ლე კარდინალი (43)
ბრიუგე. „იან ბრეიდელი“
ბრიუგე - სპორტინგი 2:1
გოლები: 0:1 კატამუ (3), 1:1 კუარეჟმა (24, საკ. კარში), 2:1 ნილსენი (83)
ზალცბურგი. „რედ ბულ არენა“
ზალცბურგი - პსჟ 0:3
გოლები: 0:1 რამუში (30), 0:2 მენდეში (72), 0:3 დუე (85)
ლაიფციგი. „რედ ბულ არენა“
ლაიფციგი - ასტონ ვილა 2:3
გოლები: 0:1 მაკგინი (3), 1:1 ოპენდა (27), 1:2 დურანი (52), 2:2 ბაუმგარტნერი (62), 2:3 ბარკლი (85)
გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
შახტარი - ბაიერნი 1:5
გოლები: 1:0 კევინი(5), 1:1 ლაიმერი (11), 1:2 მიულერი (45), 1:3 ოლისე (70, პენ), 1:4 მუსიალა (87), 1:5 ოლისე (90+3)
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


