მატჩის მერე მსაჯი ტიროდა და მას "ლაიფციგის" მწვრთნელი აწყნარებდა - უჩვეულო ფაქტი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დასრულების შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში "ლაიფციგმა" "ასტონ ვილას" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

მატჩის ერთ-ერთი გვერდითი არბიტრი 49 წლის იტალიელი ალესანდრო ჯალატინი გახლდათ, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და მას გერმანული გუნდის მწვრთნელი მარკო როზე აწყნარებდა.

საქმე იმაშია, რომ ჯალატინიმ კარიერაში ბოლო მატჩი განსაჯა. მისი კარიერის მთავარი მიღწევა კი უდავოდ 2020 წელს იყო, როდესაც "ბაიერნსა" და პსჟ-ის შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოემსახურა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რთული და დაუფასებელი პროფესიაა, რომელიც ალამაზებს ფეხბურთს თავისი სიზუსტეებით და შეცდომებით! ფეხბურთი არარი კიბერ სპორტი. წარმატებები ალესანდროს ფეხბურთს მიღმა!
ირაკლი
23:55 11-12-2024
1
მერე ამ ტრაკ-ტორისტ მსაჯთა კოლეგის თუ ვინცხას, მთავარ მსაჯად მაინც დაენიშნათ ამ გამისათხოვარ ბოლო მატჩზე.
მალხაზ ჯობავა
17:00 11-12-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული