მატჩის მერე მსაჯი ტიროდა და მას "ლაიფციგის" მწვრთნელი აწყნარებდა - უჩვეულო ფაქტი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დასრულების შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში "ლაიფციგმა" "ასტონ ვილას" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

მატჩის ერთ-ერთი გვერდითი არბიტრი 49 წლის იტალიელი ალესანდრო ჯალატინი გახლდათ, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და მას გერმანული გუნდის მწვრთნელი მარკო როზე აწყნარებდა.

საქმე იმაშია, რომ ჯალატინიმ კარიერაში ბოლო მატჩი განსაჯა. მისი კარიერის მთავარი მიღწევა კი უდავოდ 2020 წელს იყო, როდესაც "ბაიერნსა" და პსჟ-ის შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოემსახურა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რთული და დაუფასებელი პროფესიაა, რომელიც ალამაზებს ფეხბურთს თავისი სიზუსტეებით და შეცდომებით! ფეხბურთი არარი კიბერ სპორტი. წარმატებები ალესანდროს ფეხბურთს მიღმა!
ირაკლი
11 დეკემბერი 2024 23:55
1
მერე ამ ტრაკ-ტორისტ მსაჯთა კოლეგის თუ ვინცხას, მთავარ მსაჯად მაინც დაენიშნათ ამ გამისათხოვარ ბოლო მატჩზე.
მალხაზ ჯობავა
11 დეკემბერი 2024 17:00
7
ჯობავა,სწორი წერა და მეტყველება ისწავლე.სჯობს!
??
12 დეკემბერი 2024 16:28
0
რა ქნას, ვეღარ დარბის და
ჟორჟ მიკოტაზე
11 დეკემბერი 2024 16:38
9
სასტვენი ლურსმანზე ჩამოკიდა
Levani
11 დეკემბერი 2024 15:24
1
სამაგიეროდ დედამისი ამოისუნთქავს
pasuxi
11 დეკემბერი 2024 16:52
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული