ექნება კვარაცხელიას ლიგის მოგების შანსი? - ლუის ენრიკესა და გვარდიოლას დაპირისპირება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა, რომელიც განსხვავებული ფორმატით პირველად ტარდება, ლიგის ფაზის გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. ბოლო ორ ტურს გარკვეული მოცემულობების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია.

პირდპაირ საუკეთესო 16-ში გასვლას ვინღა ჩივის, 24 მონაწილეს შორის მოხვედრა ისეთ გუნდებს უჭირთ, როგორებიც "მანჩესტერ სიტი" და ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ (ამ ეტაპზე, საპლეიოფო ზონის მიღმაა) არიან. სამწუხაროდ, "კვარა" პლეი-ოფამდე განაცხადში ვერ იქნება. იმედია, პარიზელებს ფინალის გზაზე ვიხილავთ და ლიგის მოგების შანსი ბოლომდე ექნება.

კვარაცხელია კარგ ხასიათზეა, თუმცა ჯერ მხოლოდ ვარჯიშობს და ლიგაზე ვერ ითამაშებს

Sportall.Ge

ჩვენი მთავარი ინტერესი სწორედ საფრანგეთის დედაქალაქისკენაა,
სადაც მასპინძლები ბოლო დროს ფორმაში შესულ "სიტის" დაუხვდებიან - "პარკ-დე-პრენსზე"(48 229), დღეს, 22 იანვარს, ჩვენი დროით 23:59 საათზე.

გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულაა, "ქალაქელების" უპირატესობით. ორივე გუნდს დასკვნითი დაპირისპირების იმედი უფრო ექნება - პსჟს "შტუტგარტთან", გვარდიოლას ბიჭებს - "ბრიუგესთან." პარიზელებს ლიგის ფაზის ეტაპზე სხვებზე მეტად არ გაუმართლათ - "ბაიერნი", "არსენალი", "ატლეტიკო", ახლა უკვე "სიტიც", მაგრამ გრანდებთან ყველა მარცხი მაინც დიდი იმედგაცრუებაა. ლუის ენრიკეს გუნდმა "ჟირონასა" და "ზალცბურგს" აჯობა, თუმცა ვერც პსვ-ს დამარცხება მოახერხა. რაც შეეხება "სიტის", 8 ქულის მოპოვებაში მთავარი "დახმარება" "სპარტამა" და "სლოვანმა" გაუწიეს, "ფეიენოორდს" ვერ მოუგეს, "ინტერთან" ფრეს გამორჩნენ, "იუვენტუსთან" წააგეს, აი, დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც ამორიმის "სპორტინგთან" კი განადგურდნენ - 1:4.

ამ გუნდების ბოლო მატჩში მბაპემ გაიტანა, პსჟ-მ მაინც წააგო...

Sportall.Ge

ამ გუნდებს შორის ჩატარებული 7 შეხვედრიდან პარიზელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს (ორი ფრე). რაც შეეხება ლუის ენრიკეს, პსჟ-ს თავკაცმა პეპ გვარდიოლასთან 5 დუელისან მხოლოდ ორში წააგო. მხოლოდ ენრიკემ და იურგენ კლოპმა შეძლეს, გვარდიოლას გუნდი სამი და მეტი გოლით ერთზე მეტჯერ დაემარცხებინათ.

შიდა ჩემპიონატში პარიზელების გამარჯვება ეჭვს არ იწვევს(9-ქულიანი უპირატესობა მარსელთან), მანჩესტერელებს კი ბრძოლა გაუჭირდებათ(ლივერპულს 12 ქულით ჩამორჩებიან), რის გამოც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნორში წინსვლას მეტ მნიშვნელობას მიანიჭებენ.

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ენრიკემ კვარაცხელიაზე მაინც ისაუბრა, მისი მაღალი კლასი და დაცვაში პროდუქტიულობა აღნიშნა.

თუ ჩვენ კვარაცხელიას უთამაშებლობა გვადარდებს, "სიტიმ" ამ ეტაპზე უზბეკი ხუსანოვი და ეგვიპტელი მარმუში (აინტრახტში შეუჩერებელი იყო) ვერ დაარეგისტრირა. როდრის არყოფნაზე ისედაც ვიცით.

ხვიჩა და ფაბიან რუისი. "ნაპოლიში" ერთი რომ მივიდა, მეორე - წავიდა. ნაკრებში ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები:

პსჟ: დონარუმა - ჰაკიმი, პაჩო, ერნანდესი, მენდეში - ზაირე-ემერი, ვიტინია, რუისი - დემბელე, დუო, ბარკოლა;

სიტი: ედერსონი - ლუისი, დიაში, აკანჯი, გვარდიოლი - სილვა, კოვაჩიჩი, დე ბრუინი - ფოდენი, ჰოლანი, სავინიო
.

მსაჯი: მარცინიაკი (პოლონელმა საქართველო-საბერძნეთის ფინალი განსაჯა).

ქართველების სხვა მატჩები:

ატალანტა - შტურმი (ოთარ კიტეიშვილი) 5:0;

სლოვანი (გურამ კაშია) - შტუტგარტი 1:3.

დღეს, 21:45 სთ. გელზერკირხენი (სადაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა):

შახტარი (ირაკლი აზაროვი) - ბრესტი.

altპსჟ-მა და "ნაპოლიმ" ხვიჩას გარეშე მოიგეს - რა ვნახეთ ახალ და ძველ გუნდში და სად ითამაშებს "კვარა"?

მკითხველის კომენტარები / 11 /
საქართველო არის ტალანტების და ნიჭიერი ხალხის ადგილი,ერთი დიდი მინუსი გვაქვს,ვერ ვიტანთ ერთობას ვკორტნით ერთმანეთს.ყველას პირველობა უნდა. მუდამ უცხოელების სამსახურს ვეძებდით და ჩვენ ცენტრალურ ხელისუფალს ხან სტამბოლში ვაბეზღებდით ხან ისპაჰანში. ამხელა ისტორია გვაქვს და იქედან უნდა ვისწავლოთ ბევრი რამ რომ განვითარდეთ. ზრდილობა უპირველესყოვლისა...
kaxi
17:33 21-01-2025
6
რეალობას აცდენილ რუსებს თავის დროზე ხვიჩას ნაპოლიში გადასვლა თავიანთი "ფეხბურთის დონის" დამსახურება ჰგონიათ და ამიტომ ნაპოლის თავიანთ "კოლმეურნეობის კანტორად" მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე, ხან ერთ და ხან მეორე ფეხბურთელზე ავრცელებენ ჭორს, რომ "ნაპოლი ინტერესდებაო აღნიშნული ფეხბურთელითო" (იქნებ მართლა მიაქციონ ყურადღებაო-ს მიზნით), რასაც ნაპოლის ხელმძღვანელობა პასუხობს, რომ "ტყუილია და პირველად ესმით ეს ინფორმაცია". დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ნაპოლი კვარას შემცვლელად ვიღაც მახაჩყალელ ფეხბურთელს მიიჩნევს, რაც ნაპოლელებმა სასწრაფოდ უარყვეს. მოკლედ ხვიჩას ყველა შინაურიცა და გარეულიც რაღაცას "ედავება". ხვჩას არავისი ვალი არა აქვს ღმერთისა და მშობლების გარდა. წარმატებები საფრანგეთში ერთ-ერთ ქართველ მუშკეტერს.
ვაჟა მასწავლებელი
16:42 21-01-2025
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული