ექნება კვარაცხელიას ლიგის მოგების შანსი? - ლუის ენრიკესა და გვარდიოლას დაპირისპირება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა, რომელიც განსხვავებული ფორმატით პირველად ტარდება, ლიგის ფაზის გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. ბოლო ორ ტურს გარკვეული მოცემულობების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია.

პირდპაირ საუკეთესო 16-ში გასვლას ვინღა ჩივის, 24 მონაწილეს შორის მოხვედრა ისეთ გუნდებს უჭირთ, როგორებიც "მანჩესტერ სიტი" და ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ (ამ ეტაპზე, საპლეიოფო ზონის მიღმაა) არიან. სამწუხაროდ, "კვარა" პლეი-ოფამდე განაცხადში ვერ იქნება. იმედია, პარიზელებს ფინალის გზაზე ვიხილავთ და ლიგის მოგების შანსი ბოლომდე ექნება.

კვარაცხელია კარგ ხასიათზეა, თუმცა ჯერ მხოლოდ ვარჯიშობს და ლიგაზე ვერ ითამაშებს

Sportall.Ge

ჩვენი მთავარი ინტერესი სწორედ საფრანგეთის დედაქალაქისკენაა,
სადაც მასპინძლები ბოლო დროს ფორმაში შესულ "სიტის" დაუხვდებიან - "პარკ-დე-პრენსზე"(48 229), დღეს, 22 იანვარს, ჩვენი დროით 23:59 საათზე.

გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულაა, "ქალაქელების" უპირატესობით. ორივე გუნდს დასკვნითი დაპირისპირების იმედი უფრო ექნება - პსჟს "შტუტგარტთან", გვარდიოლას ბიჭებს - "ბრიუგესთან." პარიზელებს ლიგის ფაზის ეტაპზე სხვებზე მეტად არ გაუმართლათ - "ბაიერნი", "არსენალი", "ატლეტიკო", ახლა უკვე "სიტიც", მაგრამ ყველა გრანდებთან მარცხი მაინც დიდი იმედგაცრუებაა. ლუის ენრიკეს გუნდმა "ჟირონასა" და "ზალცბურგს" აჯობა, თუმცა ვერც პსვ-ს დამარცხება მოახერხა. რაც შეეხება "სიტის", 8 ქულის მოპოვებაში მთავარი "დახმარება" "სპარტამა" და "სლოვანმა" გაუწიეს, "ფეიენოორდს" ვერ მოუგეს, "ინტერთან" ფრეს გამორჩნენ, "იუვენტუსთან" წააგეს, აი, დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც ამორიმის "სპორტინგთან" კი განადგურდნენ - 1:4.

ამ გუნდების ბოლო მატჩში მბაპემ გაიტანა, პსჟ-მ მაინც წააგო...

Sportall.Ge

ამ გუნდებს შორის ჩატარებული 7 შეხვედრიდან პარიზელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს (ორი ფრე). რაც შეეხება ლუის ენრიკეს, პსჟ-ს თავკაცმა პეპ გვარდიოლასთან 5 დუელისან მხოლოდ ორში წააგო. მხოლოდ ენრიკემ და იურგენ კლოპმა შეძლეს, გვარდიოლას გუნდი სამი და მეტი გოლით ერთზე მეტჯერ დაემარცხებინათ.

შიდა ჩემპიონატში პარიზელების გამარჯვება ეჭვს არ იწვევს(9-ქულიანი უპირატესობა მარსელთან), მანჩესტერელებს კი ბრძოლა გაუჭირდებათ(ლივერპულს 12 ქულით ჩამორჩებიან), რის გამოც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნორში წინსვლას მეტ მნიშვნელობას მიანიჭებენ.

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ენრიკემ კვარაცხელიაზე მაინც ისაუბრა, მისი მაღალი კლასი და დაცვაში პროდუქტიულობა აღნიშნა.

თუ ჩვენ კვარაცხელიას უთამაშებლობა გვადარდებს, "სიტიმ" ამ ეტაპზე უზბეკი ხუსანოვი და ეგვიპტელი მარმუში (აინტრახტში შეუჩერებელი იყო) ვერ დაარეგისტრირა. როდრის არყოფნაზე ისედაც ვიცით.

ხვიჩა და ფაბიან რუისი. "ნაპოლიში" ერთი რომ მივიდა, მეორე - წავიდა. ნაკრებში ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები:

პსჟ: დონარუმა - ჰაკიმი, პაჩო, ერნანდესი, მენდეში - ზაირე-ემერი, ვიტინია, რუისი - დემბელე, დუო, ბარკოლა;

სიტი: ედერსონი - ლუისი, დიაში, აკანჯი, გვარდიოლი - სილვა, კოვაჩიჩი, დე ბრუინი - ფოდენი, ჰოლანი, სავინიო
.

მსაჯი: მარცინიაკი (პოლონელმა საქართველო-საბერძნეთის ფინალი განსაჯა).

ქართველების სხვა მატჩები:

ატალანტა - შტურმი (ოთარ კიტეიშვილი) 5:0;

სლოვანი (გურამ კაშია) - შტუტგარტი 1:3.

დღეს, 21:45 სთ. გელზერკირხენი (სადაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა):

შახტარი (ირაკლი აზაროვი) - ბრესტი.

altპსჟ-მა და "ნაპოლიმ" ხვიჩას გარეშე მოიგეს - რა ვნახეთ ახალ და ძველ გუნდში და სად ითამაშებს "კვარა"?

მკითხველის კომენტარები / 10 /
შეიხის მოფსმულმა გუნდებმა ძალიან ცუდ დღეში ჩაიგდეს თავი,შეიძლება ერთერთი ან ორივე ჩარჩეს ამ ეტაპზე.ხოდა უფრო გასაკვირია ხვიჩას აქ წასვლა,თან ვერც თამაშობს ორ თამაშში. თუ ლიგიდან ამ ეტაპზე გავარდა პსჟ,ენრიკეს გაუშვებენ ან ახლავე ან სეზონის ბოლოს,მერე ახალი მწვრთნელი მოვა და ახალი ხედვა მოყვება.პსჟ არის და არა სხვა გუნდი,ისურვებს მწვრთნელი და მოყავთ,ხოდა ამიტომაც არის ბარდაგი.მე თუ მკითხავთ,მწვრთნელი არ უნდა ინიშნებოდეს თუ არსებული შემადგენლობისთვის გეგმა და მონახაზი არ აქვს.აი,როგორც არნე შლოტი აკეთებს ლივერპულში,სხვის გუნდში მივიდა და რა შედეგი დადო უკვე,ერთი კოჭლი კიეზა დაიმატა და იმასაც ვერ იყენებს სათანადოდ. აი,ეს არის მწვრთნელობის მასტერკლასი,ვის შეუძლია იგივე? კლოპს,მოურინიოს,გვარდიოლას თუ ანჩელოტის? მგონია რო არცერთს,თუ დიდი ფული არ დახარჯეს,ვერაფერს იგებენ და ძალიან ცუდი შედეგები აქვთ. საერთოდ უცნობი კაცი იყო ეს შლოტი,მარა მაგარი კი გამოდგა. ეს არის მწვრთნელობა და არა მილიარდების ხარჯვა უპრაგონოდ,ასე ტიტულის ყიდვა.ისიც სათქმელია რო კლოპმა ძალიან კარგი გუნდი დაუტოვა,თუმცა მაინც სხვისი გუნდია.კლოპის გუნდს იმაზე კარგად იყენებს,ვიდრე ამას თავად კლოპი აკეთებდა. შეტევაც იცის ამ კაცმა,თავის დაცვაც და ბურთის კონტროლი,ეს ბოლო ორი კლოპმა არ იცოდა და ამიტომაც წააგო ბევრი ფინალი. ისიც სათქმელია რო ამ საუკუნეში ლივერპულს ერთი ბენიტესი ყავდა და მეორე კლოპი,ისინი ლეგენდები არიან უკვე და შლოტს დაველოდოთ,სადამდე წაიყვანს გუნდს.აი,პსჟ რას იზავს მაგარი მკიდია,შეიხის მოფსმული გუნდი მადარდე ახლა რა
იასონას უდარი
08:26 22-01-2025
14
გამწარებულია პსჟ-ს ხელმძღვანელობა,კვარაცხელია ნაყიდია ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობისათვის,გასაძლიერებლად გუნდის შეტევისა.ნაპოლიმ ყველაფერი გააკეთა რომ გაეჭიმა ტრანსფერი,პსჟ-ს მხოლოდ თებერვლის დასაწყისში აქვს დებულებით სამი ფეხბურთელის დამატების უფლება,ჩემპიონთა ლიგაში შემდგომ ეტაპზე მონაწილეობისთვის და ისიც თუ გავიდა,ამისთვის კი ან მანსიტის ან შტუტგარტის უნდა მოუგოს,გამსვლელი ქულები 25 გუნდში ალბათ10-11-12 ქულიდან დაიწყება.3 სექტემბრამდე 24 წლის, ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე მონაწილეობისთვის გუნდებმა უკვე შეიტანეს მოთამაშეთა სიები,პსჟ-ს ნაპოლის მაინცგამოჰკრა ფეხი,სეზონის დასაწყისში რომ წასულიყო ქართველი....
მ.ზ.
01:40 22-01-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული