ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: კვარაცხელია ტრიბუნაზე და პსჟ-ის "მანჩესტერ სიტისთან" შემოტრიალებული შესანიშნავი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტი“ 4:2 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში ლამაზი თამაში ვიხილეთ - პირველ ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მასპინელთა მცველმა ჰაკიმიმ გაიტანა კიდეც, მაგრამ იქამდე მენდეშზე თამაშგარე დაფიქსირდა. შესვენებაზე „სიტის“ მწვრთნელმა გვარდიოლამ ცვლილებები განახორციელა და გრილიშმა და ჰოლანმა დონარუმას კარი დალაშქრეს, რომელმაც იქამდე რამდენიმეჯერ გადაარჩინა „პარი სენ ჟერმენი“. თუმცა, აქედან მოყოლებული ლუის ენრიკეს შეგირდები ინიციატივას დაეუფლენ და დიდი ძალებით გადავიდნენ იერიშებზე: ჯერ ბარკოლას კარგი რეიდის შემდეგ შეცვლაზე შესულმა დემბელემ გაიტანა, მერე ბარკოლამაც დაამწუხრა ედერსონი და
ანგარიში გაათანაბრა. მორიგი შეტევისას დემბელეს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მაინც მოახერხეს პარიზელებმა ტანმორჩილი ნევეშის თავურით დაწინაურება, კომპენსირებულ დროში რამუშმაც გაიტანა და პსჟ-მა დიდებული გამარჯვება მოიპოვა.

პსჟ 10 ქულით ოცდამეორე ადგილზეა და ტურნირზე დასკვნით მატჩს 30 იანვარს გასვლაზე „შტუტგარტთან“ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენის“ ახალწვეულს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც შეხვედრას ტრიბუნიდან მეუღლესთან ერთად უყურა, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება პარიზული გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ექნება.

Sportall.Ge

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - მანჩესტერ სიტი 4:2
გოლები: 0:1 გრილიში (50), 0:2 ჰოლანი (53), 1:2 დემბელე (56), 2:2 ბარკოლა (60), 3:2 ნევეში (78), 4:2 რამუში (90+3)

altხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 30 /
გამოდის, რომ ხვიჩა ერთ წელში ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება. დიდებულია.
ჟორა გაბრიჭიძე
12:18 25-01-2025
0
რა თქმა უნდა პსჟ-ეს ბევრი აკლია ექსტრა კლასის გუნდამდე, მაგრამ გუნდი, რომელიც მეორე ტაიმში ორი ბურთით აგებს და თავის თავში იმდენ ძალას და აღმაფრენას პოულობს 4 უპასუხო ბურთი გააქვს, ბევრის მეტყველია და გუნდის მორალურ სიძლიერეზე მეტყველებს.ასე რომ გირჩევთ თქვენი პესიმიზმი მომავლისთვის შეინახოთ შეიძლება არც დაგჭირდეთ, მაგრამ მაინც.
ჟორა გაბრიჭიძე
12:16 25-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული