დღეს გაირკვევა, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად თუ იბრძოლებს - პსჟ კარგ ხასიათზეა...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის პირველი ეტაპი, ლიგის ფაზა, სრულდება. თუკი ზოგიერთი ტური სამ დღეზე გადანაწილებულიც კი ვნახეთ, ბოლო სათამაშო დღეს ყველა შეხვედრა ერთდროულად ჩატარდება - ამ საღამოს, 29 იანვარს, 23:59 საათზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - პირდაპირ მერვედფინალში სატურნირო ცხრილის პირველი რვა გუნდი გავა. რაც შეეხება 9-24 ადგილებს, ისინი ერთმანეთს 1/16 ფინალში შეხვდებიან და გამარჯვებულები მერვედფინალში ითამაშებენ; პლეი-ოფის შესახებ ყველა დეტალი 31 იანვარს გვეცოდინება. "ბაიერნის" თავკაცი კომპანი ამბობს, მთელი კვირა მათემატიკაში ვვარჯიშობდი და ვიცი, ტოპრვისთვის რა იქნება საჭიროო; ასევე პოტენციური მოწინააღმდეგის
გააზრება, პლეი-ოფში რომელი ადგილით გახვალ, მნიშვნელოვანია.

altაი, რატომ აირჩია ხვიჩამ პსჟ - რა შემთხვევაში ვნახავთ კვარაცხელიას გუნდს პლეი-ოფში...
ჩვენი მთავარი ინტერესი გერმანიისკენაა მიმართული, სადაც "მჰპარენაზე"(60 449 მაყურებელი) ერთმანეთს "შტუტგარტი" და ხვიჩა კვარაცხელიას (პლეი-ოფამდე თამაშის უფლება არ აქვს) პსჟ ხვდებიან. რაც უნდა ვიცოდეთ - ფრე პარიზელებს შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გაიყვანს. თუკი "მანჩესტერ სიტი" და ზაგრების "დინამო" ვერ გაიმარჯვებენ, მაშინ როგორც პარიზელები, ასევე შტუტგარტელები, წაგების შემთხვევაშიც შემდეგ ეტაპზე იქნებიან, რისი შანსიც, გვარდიოლას გუნდიდან გამომდინარე, ნაკლებია. თუკი საქმე 11-ქულიანებს შორის იქნება, "ბრიუგეს" უარყოფითი ბალანსი აქვს, რაც ამ სცენარით გაუუარესდება და შესაბამისად, ეს გუნდი შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა. ბელგიელების "სიტისთან" სტუმრობა მაინც დღის ცენტრალური მატჩია.

პარიზელები ბოლო დროს კარგ ხასიათზე არიან. ასეა თუ ისე, "შტუტგარტს" დასაკარგი უფრო ცოტა აქვს. შიდა ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე მყოფი გერმანელებისთვის იქნებ ეს სეზონის მატჩიც იყოს და თუკი პარიზელებს ზედმეტი თავდაჯერება ექნებათ, ეცდებიან, დასაჯონ. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უნდა იბრძოლოს - დღეს მნიშვნელოვანი საღამოა!..

პსჟ-ს მთავარი პრობლემა მარცხენა ფლანგს უკავშირდება. აქ ვერ იქნება "კვარა" და მცველ მენდეშს დისკვალიფიკაცია აქვს. მოსალოდნელია, ლუის ენრიკემ სამი მცველით ითამაშოს ან მეორე ვარიანტიც გააჩნია. ბოლოს, როცა პორტუგალიელი არ იყო, ამ ადგილას მისი თანამემამულე ნევეში ვნახეთ(მანამდე 18 წლის ზაგე). ბოლო ტურში, ჰაკიმის არყოფნაში, ზაირე-ემერი მარჯვენა მცველად მოისინჯა, რომელიც შეტევის დროს ნახევარმცველი ხდებოდა და შესაძლოა, ახლა რაღაც მსგავსი მარცხნივ იყოს. არ დაგვავიწყდეს, 20 წლის ნევეში ბრწყინვალე ფორმაშია. ჰაკიმი და მარკინიოსი ბრუნდებიან; ვიტინია, რუიზი და ლი სასტაროს კანდიდატები არიან; ფორვარდი რამოში(მიმდინარე ტურნირზე პარიზელთა საუკეთესო ბომბარდირი - 2 გოლი) ალბათ კვლავ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლებს და შემტევი სამეული დემბელე-დუე-ბარკოლა იქნება. საინტერესოა, რომ მიმდინარე ტურნირზე მეტოქეების კარი პსჟ-ს 8 სხვადასხვა ფეხბურთელმა დალაშქრა(ერთი ავტოგოლიცაა).

Sportall.Ge

რაც შეეხება ჰიონესის "შტუტგარტს", სახიფათო თავდამსხმელები ჰყავს(გუნდს ლიგაზე პარიზელებზე მეტი გოლიც აქვს). უნდავმა ლიგის ფაზის ეტაპზე "რეალის" კარი დალაშქრა, ახალგაზრდა ვოლტემადეც ძალიან შედეგიანია. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები ზამთარში "ჰოფენჰაიმიდან" შეძენილ დანიელ მარჯვენაფლანგელ ლარსენს იმავე მიზეზით ვერ ათამაშებენ, როგორც კვარაცხელიას შემთხვევაშია. გერმანელებს სამი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც პსჟ-სთან დაპირისპირების საკმაო გამოცდილება გააჩნიათ - მეკარე ნუბელი, ისევე როგორც მიმდინარე ტურნირზე "შტუტგარტის" საუკეთრესო ბომბარდირი(ორი გოლით) მილოტი "მონაკოში" თამაშობდნენ, ფრანგი ცენტრალური მცველი რუაუ კი "ტულუზაში"(ოღონდ, ახლა დისკვალიფიცირებულია).

ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. შეხვედრის მთავარი მსაჯი 43 წლის იტალიელი, დავიდე მასა იქნება, ლიგის ფაზის წინა ტურში "ატლეტიკოს" ფეხბურთელიც რომ გააძევა და "ლევერკუზენისაც". მან 12 იანვარს სერია "ბ"-ში მოედანი ვადაზე ადრე "ბრეშას" ფორვარდ მონჩინის დაატოვებინა. მასა გასული წლის 24 ნოემბერს კვარაცხელიას "ნაპოლისა" და "რომას" შეხვედრას მოემსახურა.

altfrance bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს

მკითხველის კომენტარები / 18 /
შტუტგარტთან რო გაქვს თამაში და "თუ" აყოლებს,ლიგის მომგებ გუნდს გავს პსჟ? თუ შტუტგარტის გეშინიათ,მაშინ საფლეიოფო გუნდებზე რაღა დაგემართებათ,ისეთი გუნდები იქნებიან რო შეიძლება შიშისგან ჩაიფსათ. პსჟ ვერ გავა 1/8 ფინალში,ეს ცხადი ამბავია.შემთხვევითი არ არის ასეთი ცუდი შედეგები,რაღაც ვერ არის მაგ გუნდში რიგზე და ამის მოგვარება 7 თვეში ვერ შეძლო ენრიკემ,ხოდა ახლა შეძლებს? სიტისთან მოგება არფერს ნიშნავს,სიტიმ წელს ისეთები წააგო რო გასაკვირი არ არის. ფეინოორდმა 3-0 დაუქაჩა ეტიჰადზე და თუ ამით საზღვრავთ,მაშინ ფეინოორდი და პსჟ ყოფილან ფინალში :)
იასონას უდარი
18:36 29-01-2025
10
წარმატება კვარას, კაცს რომელსაც არაფრის ეშინია. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჯუღელს ასეთი კარგი ტრანსფერისთვის,უამრავი ბულინგის და რუსეთუმეს ძახილის მიუხედავად კარგად გაუკვლია ხვიჩას გზა ევროპაში. თვით ლაურენტისი და ალ ხელაიფი შეაბა ისე, რომ წინ ხვიჩას ინტერესები დააყენა. ხელფასის მხრივ კვარა არის მეოთხე ადგილზე კლუბში.
kaxa
11:10 29-01-2025
5

სიახლეები პოპულარული