ხვიჩას პსჟ-ი ჩემპიონთა ლიგაზე "ბრესტს" შეხვდება, "მანჩესტერ სიტი" "რეალს" - პლეი-ოფის წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 31 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

პსჟ - ბრესტი
მონაკო - ბენფიკა
იუვენტუსი - პსვ
ფეიენოორდი - მილანი
მანჩესტერ სიტი - რეალი
სელტიკი - ბაიერნი
ბრიუგე - ატალანტა
სპორტინგი - დორტმუნდი

მატჩები 11/12 და 18/19 თებერვალს ჩატარდება.

1/8, 1/4 და 1/2-ფინალების წილისყრა 21 თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
კვარას მაგარი ფეხი აქვს ყველა გაგებით,ლიგას მოიგებს წელსვე
Devkalion
19:29 31-01-2025
0
მაგარი ფორმატი მოიგონა ჩეფერინის კანტორამ,გაუგებარია,რა სარგებელი მიიღო(ფულის გარდა) ლივერპულმა პირველი ადგილზე გასვლით?სპორტულ თვალსაზრისს ვგულისხმობ.შესაძლო მეტქოეებად,15,16,17,18 ადგილოსნები შეხვდა,როგორც მეორე ადგილზე გასულ ბარსელონას.პრინციპი მაინტერესებს,რანაირად მოხდა რო პირველ ადგილოსანს ან მეორეს არ ხვდება ბოლო ადგილოსნები? გასაგები იქნებოდა თუ 9 ადგილოსანი 24 ადგილოსანს შეხვდებოდა და ეს იქნებოდა პირველ ადგილოსნის მეტოქე,თუმცა 15..18 ადგილოსნები რა შუაში არიან? რა მუღამი აქვთ გუნდებს პირველ ადგილზე გასვლის,რატომ უნდა ითამაშონ ბოლომდე და რატომ უნდა მოაწყონ სანახაობა? თუ ამდენი გუნდი უნდოდათ,ბოლო ოთხი ადგილი გაეგდოთ უნდა და 32 გუნდს ფელიოფი ეთამაშათ,1 ადგილი 32 შეხვდებოდა და ა.შ. ასე ექნებოდათ სტიმული გუნდებს,მარა ეს რა უბედურება ფორმატია? შეიძლება მე არ მესმის და მართლა სასწაული რამ მოიფიქრა ჩეფერინის კანტორამ,თუმცა არც ეგრე მარტივად არის საქმე. სუპერლიგას იწუნებდნენ,ფეხბურთს კლავსო და ეს ფორმატი რას შვება,პირველი ადგილის დაკავების სტიმული არ უნდა ქონდეთ გუნდებს. ბაზარი არაა,ლივერპული გავიდა პირველზე,ნებისმიერი მეტოქეს დავუხდვებით,თუმცა პრინციპი არის გაუგებარი.ლიგა იმიტო არის კარგი რო რეალებს და ბაიერნებს უნდა შეხვდე,ამას აქვს მუღამი. თორე აგერ პსჟ ბრესტს ლიგა ერთშიც ქე ეთამაშება და მუღამი? თუ სირთულე უნდოდათ და თანამაბარი თამაშები,მაშინ პირველი ადგილი ეგრევე მეორეს შეხვედროდა,რა ასე არ აჯობებდა? დედა უტირეს ფეხბურთს და ამაში დამნაშავეები უეფას კანტორაში არიან,ფიფა არ დაგვავიწყდეს კიდევ. შეიხებს და ოლიგარქებს მიყიდეს ფეხბურთი. შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს და კითხვა მაქვს მათთან,ესპანეთის სუპერთასი სად უნდა იმართებოდეს,არაბეთში თუ ესპანეთში? იგივე ეხება იტალიას. ეს ფეხბურთია თუ ვაჭრობა? გაიასად,არც ლივერპული და არც ბარსელონა აღარ ეცდებიან იყვნენ ლიდერები,რა ჩემს ფეხებად უნდათ? გავლენს 20 ადგილზე და ადვილი გზა შეხვდებათ. მანიპულაციები არ უნდა ფასდებოდეს და არ უნდა ხდებოდეს წახალისება. ამ ლიგაზე ორმა გრანდმა ითამაშა ფეხბურთი,ლივერპულმა და ბარსელონამ.ლივერპული გვიან მიხვდა,ბოლო ტურში აკადემიის ბავშვები გაიყვანა. ფეხბურთი უნდა დაფასდეს და არა მანიპულაციები.ალბათ,აღარ იქნება ეგრე და ვეღარ ვნახავთ ნამდვილ ფეხბურთს.ახალი თაობა მეცოდება,მათ არ უნახიათ ნამდვილი ფეხბურთი და ამ რაღაცას ასაღებენ ფეხბურთად. ფიზიკურად ძლიერი თუ არ ხარ,ვერ ითამაშებ დღეს ფეხბურთს,მორბენლების გახდა ეს სპორტი. სადღა არიან რიკელმეები და აიმარები,არ სჭირდებოდათ სირბილი,მათი ტვინი დარბოდა და ისეთებს აკეთებდნენ რო ერთი სიამოვნება იყო მათი ცქერა.იგივე ჯერარდი,ერთი საჯარიმოდან მეორეში ისეთ პასს გაჭიმავდა,ისეთი დარტყმა ქონდა. რამდენი შეიძლება ჩამოთვალო კიდევ,რა ეშხით და რა კლასით თამაშობდნენ. ახლა კი,მორბენლების დოღია და ნაღდი ფეხბურთელები ვეღარ თამაშობენ ამას. ალკანტარა აიღეთ,ზურგზეც თვალი ქონდა და რად გინდა,ტრავმებმა დატანჯეს. ხამესი აიღეთ კიდევ და კვარა. კვარას იწუნებდნენ იტალიაში,დოღის ცხენი რატომ არ არისო,მაქტომინეი მიიყვანეს და გუნდის ლიდერად აქციეს. ან პსჟ აიღეთ,რაზე დაობენ,დემბელე და ბარკოლას ვერ აჯობებსო... დიახ,ვერ აჯობებს,ოღონ დოღის ცხენობაში. ნადვილი ფეხბურთი ითამაშონ და განახებთ თუ ვერ აჯობებს. კვარაცხელია ან თუნდაც ალკანტარა რო გყავს გუნდში,რად გინდა მისი სირბილი,პასი მიეცი და დადგავს ფეხბურთს.ამ ფეხბურთს თუ რაც არის,ვერც ყიფიანი ითამაშებდა და გარინჩას საერთოდ მოედანს არ გააკარებდნენ.
იასონას უდარი
19:17 31-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული