ლუის ენრიკე: დემბელეს უნდა ჰკითხოთ, შობაზე რა ჭამა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში, „ბრესტის“ 3:0 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა:

„შედეგით კმაყოფილი ვარ. „ბრესტმა“ ბოლო 5 შეხვედრაში 8 გოლი გაგვიტანა. ჩვენი ერთიანობა მომეწონა. მათ დღესაც შეეძლოთ გატანა, განსაკუთრებით კუთხურის მერე. გაგვიმართლა. ანგარიში სრულად არ ასახავს იმას, რაც მეტოქემ აჩვენა.

ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. გვაქვს სტაბილურობა და გუნდი უკეთესი ხდება. მოწინააღმდეგემ პრობლემები შეგვიქმნა. თავს კარგად ვიცავდით. ჩვენი გუნდი შეტევისთვისაა შექმნილი. ახლა ძალიან კარგი სერია გვაქვს. „მანჩესტერ სიტისთან“ მოგებამ (4:2) ახალი ძალები შეგვმატა. თავდაჯერებულობის დონე მაქსიმუმზეა.
საპასუხო დაპირისპირების ვარჯიშად მიჩნევაზე ლაპარაკიც არ არის.

ვიტინია უნიკალურია, საყრდენ ზონაში საკვანძო ადგილს იკავებს. ძალიან სასარგებლოა, ფიზიკურად და მენტალურად ძლიერია. იდეალური ნახევარმცველის განსახიერებაა.

დემბელეს უნდა ჰკითხოთ, შობაზე რა ჭამა. საკუთარ თავში ბოლომდე დაჯერებულია. როდესაც ბავშვობაში PlayStation-ს ვთამაშობდი, ეს სწორედ ის ფეხბურთელი იყო, რომელსაც ხშირად ირჩევდნენ. უკვე გასულ სეზონში კარგი იყო, მაგრამ წელს კიდევ უფრო უკეთესი გახდა. შესამჩნევია მოედანზე პარტნიორები როგორ ეძებენ და ნახულობენ. უნაკლოდ ირჯება“.

altროგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში

altხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა გაიმარჯვა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
Zaza!მოკლედ,ჭკვიანურად,ამომწურავად,ბრძანეთ.სწორედ ეგ სუნთქვა კონკურენციის,იგრძნეს და მოუმატეს,შეძლეს.დემბელე ვარსკვლავია უდავოდ გუნდში,სხვებიც ახლოს არიან,ანაზღაურებითაც და თამაშითაც,გუნდის გოლედადორთან,ხვიჩამაც უნდა მოუმატოს,შეუძლია!,როცა გუნდის სხვა წამყვანებს გაუჭირდებათ,ეს მომენტი კი სულ მალე დადგება,ბარსელონა ან ლივერპული,თუ რეალი ან ინტერ,ბავარია....თუ იუვე...ან.....მთავარია ენრიკე ენდობა და შანსი მიეცემა ,ტოპებთან თამაშის და სულ "სააღდგომო თაფლკვერით" უნდა იკვებოს,გამარჯვების შანსის გამოყენებისას.ენრიკემ სწორედ ხვიჩას, პირველ რიგში და სხვებსაც მეტ-ნაკლებად, მიანიშნა,დემბელეს უძლეველ -გუნდის. გამარჯვებისთვის საჭირო-"საშობაო მენიუზე",
მ.ზ. დიდი ბრიტანეთი
19:18 12-02-2025
0
რა ჭამა დემბელემ არ ვიცი, მაგრამ მეორე გოლი როგორ გაიტანა დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა. როცა ყველას ეგონა, რომ შეტევა დამთავრებული იყო, მან სწორედ იმით ისარგებლა და ყველა პირღია დატოვა. ეჰ ამას ხვიჩაც აკეთებდა, როცა მცველებს ეგონათ ორთაბრძოლაში ბურთი დავატოვებინეთო, სწორედ მაშინ იბრუნებდა ბურთს და აგრძელებდა შეტევას. ბოლომდე ბრძოლაა საჭირო ბაბუ, ბოლომდე ბრძოლა. შედეგიც მაგას მოაქს.
გიზოგ
15:56 12-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული