ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატში პლეი-ოფებიც განსხვავებულად ტარდება. პირველი ეტაპი უკვე ჩავლილია, ახლა 1/8-ფინალისტები (4-12 მარტს ჩატარდება) უნდა დაწყვილდნენ. პარასკევს, 21 თებერვალს, ჩვენი დროით 15:00 საათზე ჩასატარებელ წილისყრაში თითოეულ გუნდის მოწინააღმდეგე ორი პოტენციური არჩევანიდან გაირკვევა. არსებობს შედარებით ძლიერი და სუსტი წყვილების შანსი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოლო წილისყრა იქნება, დანარჩენი გზის შესახებ კი გუნდები წინასწარ შეიტყობენ, როგორც ეს სანაკრებო ტურნირებზე გვინახავს.

ჩვენი მთავარი ინტერესი პსჟს მიმართაა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მერვედფინალში "ბარსელონას" ან "ლივერპულს" დაუპირისპირდება. მეტოქე მართლაც სერიოზულია. ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პარიზულ
კლუბს მეოთხედფინალში ნამდვილად გაუმართლებს, სადაც "ბრიუგეს" (მერვედფინალური წყვილის ერთი გუნდი უკვე ცნობილია), ისევ ფრანგულ "ლილს" ან "ატონ ვილას" შეხვდება. ლუის ენრიკეს გუნდის წარმატების შემთხვევაში, ბადეში ნახევარფინალში იქნება მადრიდის "რეალი", თუკი "სამეფო გუნდი" მერვედფინალსა და მეოთხედფინალში თავის მოწინააღმდეგეებს გაუმკლავდება (ამ ბადეში ატლეტიკო, ლევერკუზენი, პსვ, არსენალი, ინტერი).
მოგეხსენებათ, ფინალს მიუნხენი მასპინძლობს, "ბაიერნს" კი, რომელიც პსჟსთან ფინალამდე არ იკვეთება, მანამდე დიდი და რთული გზა აქვს (ლევერკუზენი ან ატლეტიკო; ფეიენოორდი, ინტერი ან არსენალი). ბადის მეორე მხარეს ვინც ახლა ნამდვილად ვიცით, "ბენფიკა" და "დორტმუნდი" არიან. მერვედფინალში პორტუგალიელების შესაძლო მოწინააღმდეგეები იგივეა, რაც პსჟს, "ბარსელონა"/"ლივერპული", გერმანელებისა კი "ასტონ ვილა" ან "ლილი".
კვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა - 1/8-ფინალში პსჟ-ის შემდეგი მეტოქე "ლივერპული" ან "ბარსელონაა" [VIDEO]
რეალის ქომაგებს მიზეზებს რა დაგილევთ?!. :))