"ბრესტის" მწვრთნელი: პსჟ-მ ჩემზე "ბარსაზე" დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "პარი სენ ჟერმენთან" 0:7 დამარცხების შემდეგ, "ბრესტის" მწვრთნელმა ერიკ რუამ მეტოქე შეაქო:

"იმის მიუხედავად, პსჟ-ს ვისთანაც არ უნდა მოუწიოს შეხვედრა, შესანიშნავი შანსი ექნება. ჩვენ "ბარსელონასაც" ვეთამაშეთ და პსჟ-საც. "ბარსამ" ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ უფრო დიდი შთაბეჭდილება პსჟ-მ მოახდინა. "ლივერპული" გამოცდილი გუნდია, თუმცა, ჩემი აზრით, ისეთ ძლიერ მეტოქეს არ შევხვედრივართ, როგორიც პსჟ-ა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
კაცი რომ 10-0 წააგებ, თავი რაღაცათი მაინც ხომ უნდა იმართლოს, რაღაც არგუმენტი ხომ უნდა მოთხაროს, აბა რას იტყოდააა... ტიპმა რაღაც სირობა თქვა და აქ გაანიუსეს...კიდევ კარგი არ ჩაეკითხნენ, თორემ ასიანი კვარასაც ახსენდება-მაგათ ხვიჩა ჰყავთ და აქ ლიველლპოლი და ბარსელონა რა მოსატანიაოო.. აი, მერე აქ უნდა გენახათ რეაქცია!!!.......თუ არა და რა პროვინციალიზმის, არასრუყოფილების შეგრძნების ამოფქვა და ერთმანეთის ლანძღვა-გინება მოჰყვა კვარას გატანილ გოლს, უსახური, მოშლილი ბრესტის კარში, რაა!! ამ დონის ფეხბურთელმა ასეთ გუნდს გაუტანოს ერთი გოლი 7-დან 90 წუთში რა არის აქ საფიესტო და გასაკვირი, ვითომდა მაჩანჩალები ვიყოთ ფეხბურთში, კვარათი იწყებოდეს ქართული ფეხბურთი და მთავრდებოდეს, ვითომდაც არ გვყოლია ნამდვილი კორიფეები,რომლებსაც ვიღაც ბრესტისთვის /რომელიც საქართველოში ერთი წლის წინად რომ გეკითხათ 10-და 9-ს ბელარუსის ბრესტი ეგონებოდა/ კი არა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე უგრიმიტიათ, ჩ/ლიგაზეც ბევრს უთამაშია, გოლებიც გაუტანიათ და ერთ-ერთმა საერთოდ ორჯერ მოიგო ლიგა. სხვა ევრო ტურნირებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, უფრო მეტიც ქართულ დინამოს საერთოდ მოგებული აქვს ერთ-ერთი ტურნირი.....დიდი ამბავიი!! ბრესტს გაუტანა 7-დან ერთი, ისიც ფეხი დაუსხლტა და ლამის კოჭი ამოიგდო, ისე შემთხვევით შევარდა კარში ბურთი. ატრიალეთ ეხლა ყველა რაკუსით, წერეთ ანალიტიკური სტატიები და პოსტები ერთმანეთის წამხებურობით...ხოოო!! კიდევ ერთმანეთის გინება და ნაც-ქოცობის შეხსენება არ დაგავიწყდეთ.
ვოვა ქოჩლაძე
09:53 21-02-2025
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული