პსჟს "ლივერპულის" ხმაურიანი ქომაგების დამწუხრების იმედი აქვს - შთამბეჭდავი "კვარას" საფრთხე...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მაგარი გოლი არ ჩაითვალა, სხვა დარტყმულები კი მეკარე ალისონმა არ გაუშვა - ესაა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის მოკლე ანალიზი. პსჟ "ლივერპულთან" ახლა სტუმრად, ლეგენდარულ "ენფილდზე" (61 276) ითამაშებს და ეცდება, შინ (0:1) დამარცხება დაძლიოს.

ჩემპიონთა ლიგის 2001/02 წლების სეზონის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში "ლივერპულმა" მომავალ ფინალისტს, კლაუს ტოპმიოლერის "ლევერკუზენს", სწორედ 1:0 მოუგო, განმეორებით მატჩში კი 2:4 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. სხვა შემთხვევებში, როგორც წესი, თუკი "წითლები" საწყის დაპირისპირებაში იგებენ, შემდეგ ეტაპზეც გადიან.

ნუნიესი და სალაჰი კარგ ხასიათზე
არიან


Sportall.Ge

პრემიელიგის 28-ე ტურში "ენფილდზე" აუტსაიდერი "საუთჰემპტონი" იგებდა, ნუნიესის გოლითა და სალაჰის ორი პენალტით კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. "ეგვიპტელი ფარაონი" საკუთარი მიღწევების გაუმჯობესებას აგრძელებს.

პარიზელებს წინა სეზონის მეოთხედფინალის გახსენება შეუძლიათ, როცა "ბარსელონასთან" შინ წააგეს, სტუმრად დამაჯერებლად მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ(შეგახსენებთ, ნახევარფინალში დორტმუნდთან ორჯერ დამარცხდნენ).

უსმან დემბელე საფრანგეთის ჩემპიონატში კაშკაშებს, უკვე 20 გოლი გაიტანა. საინტერესოა, ლუის ენრიკე ტაქტიკას რამდენად შეცვლის და სასტარტოში გამოკვეთილ ფორვარდ რამოშს თუ ვიხილავთ. ამ შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც რენში შთამბეჭდავი იყო, მარცხნივ დაბრუნდება, ბრედლი ბარკოლა კი მეორე ტაიმში ითამაშებს.

"კვარა" შთამბეჭდავი იყო...

Sportall.Ge

ისე კი, პირველ დაპირისპირებაში, "კვარამ" მარჯვნივ რაღაც ახალი და გარკვეულწილად, მოულოდნელი შექმნა. ბოლო ტურში ხვიჩა როგორც დაცვაში, ასევე იერეშიებში ძალიან კარგი იყო და კვლავ სახიფათოს ველით. კარგ ფორმაშია დეზირე დუე, თუმცა მისი ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა რუიზის ან ნევეშის სათადარიგოთა შორის ყოფნას ნიშნავს, რაც შუა ხაზს უფრო შემტევსა და რისკიანს გახდის.

მასპინძელი კოდი გაკპო კვლავ ტრავმირებულია, სასტარტოში კი პარიზული შეხვედრის გმირს, ელიოტს ელიან, რომელიც სობოსლაის ადგილს "ათიანზე" დაიკავებს, ჟოტას კი ნუნიესი შეცვლის.

პსჟს იმედი აქვს, "ლივერპულის" ხმაურიან ქომაგებს დაამწუხრებს, წინ საინტერესო ბრძოლა გველის!..

სავარაუდო შემადგენლობები:

ლივერპული: ალისონი - ალექსანდრ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - მაკ ალისტერი, გრავენბერხი - სალაჰი, ელიოტი, დიასი - ნუნიესი;

პსჟ: დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ვიტინია, ნევეში, რუიზი (ან დუე) - დემბელე, ბარკოლა (ან რამოში), კვარაცხელია.

მთავარი არბიტრი რუმინელი კოვაჩი იქნება, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობით, "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი განსაჯა, სადაც მილანელთა სასარგებლოდ შეცდომები დაუშვა, რამაც შედეგზე (1:0 მოიგეს) გავლენა მოახდინა.

altLe Parisien: სიგიჟე - "კვარა" ბრეტონულ ცაში გაფრინდა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ღვთისავარ, კარგად წერ ყოველთვის, კარგი წასაკითხია შენი წერილები, მარა ამხელა რაღაცას რო უძღვნი კონკრეტულ თამაშს, კარგი იქნება, ისიც დაწერო,როდისაა ის თამაში. შეიძლება, ვიღაც დამწყებმა გულშემატკივარმა არ იცოდეს.
გიორგიპირველი
16:34 10-03-2025
2
რაია რომ გადუუწურე წყალი მართლა დიდო ბაღანა0, სულ ა0რა0ა0 და0სა0შვები რომ მუუგოს პუსუჟუ-მ? მე დაჟე ვთვლი, რომ მუუგებს და გამუაგდებს პირდაპირ თამაშით! ყოველგვარი დამატებითის და პენლების გარეშე მიამყნიან ლივერებს! აგერ ნახვთ თუ არა!
გურულო
15:58 10-03-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული