ხვიჩა საოცარი აურით... "ო, იღბლიანო!" - გვყავს ფავორიტი გუნდები, მაგრამ კვარაცხელიამ უნდა მოიგოს...

AutoSharing Option
"ო, იღბლიანო!" - ბრიტანული ფილმის მთავარ გმირს, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ სიკეთეს ქადაგებს, დასცინიან, ფინალში კი დიდი წარმატება მოდის... არ წავიდეთ შორს და ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ უკანასკნელ ზამთარში განვითარებული მოვლენები განვიხილოთ. როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში ვიღაცისთვის ეს იყო "შუა გზაზე გუნდის მიტოვება" ვიღაცისთვის "ხელფასის კარნახით მიღებული გადაწყვეტილება", სხვებისთვის იქ წასვლა, სადაც "ვარსკვლავებს ისრუტავენ და რეალურ წარმატებას ვერ აღწევენ". და რა თქვა ამ დროს "კვარამ"? რომ მისი და კლუბის მიზანი ერთმანეთს ემთხვეოდა.
ამ დროს რამდენი ქილიკად იტყოდა - პსჟ და ჩემპიონთა
ლიგა?!

ხვიჩა საოცარი აურის კაცია. ჯერ "ნაპოლიმ" ხომ ასე მონატრებული ტიტული იზეიმა, ახლა პსჟ ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების ფავორიტი გახდა. რონალდოსთან შეხვედრა ხომ ისე უნდოდა, ერთადერთი შანსი ნაკრებში იყო, შეხვდა, მოუგო და გაუტანა... ფაქტია, პარიზულ გუნდს რაღაც სულ აკლდებოდა. დააკლდა "ლივერპულთან" პირველ დაპირისპირებაშიც.

კვარაცხელიამ ბურთი ცარიელი კარიდან რომ გამოიტანა, იქნებ ასეთი დეტალების გროვა იყო საჭირო. ისე, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რას ნიშნავს, როცა ბურთს შინაგანად გრძნობ, მისი შესაძლო ტრაექტორია გონებაში გამჯდარი გაქვს... "ეგ სივრცე,
თვალს რომ აღუმართავს მისავე უეცარ საზღვარს,
თხოულობს საზრისს, რათა საგანთა
მთელი უწინდელი მხარე წაიკითხოს"(ჩ. ტომლინსონი).

Sportall.Ge

ახლა უკვე დრო აღარ ითმენს. გვინდა, მეტი ვნახოთ. გვინდა, პარიზელებმა კიდევ უფრო მეტი ისწავლონ. გვინდა, ამ ფსიქოლოგიური გარდატეხით მათ კიდევ უფრო მეტი შეძლონ, დაცვაში კიდევ უფრო უკეთესი იყვნენ. რა თქმა უნდა, ყველას გვყავს ფავორიტი გუნდი, ბავშვობიდან რომ ვქომაგობთ. ამ გუნდის გულშემატკივრებისთვის გმირი დონარუმა "მილანიდან" "გაქცეულია", დემბელე "ბარსელონას" "შავი ლაქა", ლუის ენრიკეს წარმატებიდან ათი წლის შემდეგ კატალონიელთა მორიგი ტრიუმფი წარმოუდგენიათ. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს დიდი შანსი, ჩემპიონთა ლიგა ქართველმა ვარსკვლავმა აღმართოს, გზა კი კიდევ უფრო დიდი კარიერისთვის გაიკაფოს!..

ასე რთული მერვედფინალისა და შესაძლო ნახევარფინალს შორის მეოთხედფინალში ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება იქნება. რა თქმა უნდა, ეს მოდუნებაში არ უნდა გადავიდეს. პარიზელთა სამწვრთნელო შტაბი ძალების გადანაწილებასა და როტაციას კვლავ გააგრძელებს(ისე, უახლოეს ტურში მარსელთან კლასიკო კი ელით). ხვიჩა კვარაცხელია ყველა მიმართულებით მოგვეწონა, მაგრამ ის კვლავ გააგრძელებს მუშაობას სრულყოფილებაზე, მაგალითად, საგოლე მომენტების რეალიზებაზე, რასაც ცოტათი იღბალიც თუ დაემატება, იდეალური იქნება!..

altდონარუმას ბენეფისი - პსჟ-მ აუღებელი ციხესიმაგრე აიღო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

altხვიჩას სეივი - "კვარამ" მოჰამედ სალაჰს არ გაატანინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
მაგარი საქანელა ტურნირი გამოდის,ახალი ფორმატის გამო,ბევრმა გუნდმა ძალები ვერ გადაანაწილა და ბევრმა პირიქით,საჭირო დროს მოახერხა ფორმაში შესვლა.თუნდაც ლივერპულზე და პსჟზე ვისაუბროთ,ლივერპულმა შესანიშნავად განვლო ჯგუფი,თან პრემიერლიგას ლიდერობს დამაჯრებლად,თუმცა გუშინდელ თამაშში თითქოს გადაღლილი გუნდი მომეჩვენა,მარტო გუშინდელში არა,წინა თამაშიც ეგრე იყო. ჩემი აზრით,ეს ბუნებრივია,რადგან ინგლისში შესვენების გარეშე თამაშობენ და ორი თასი აქვთ,ძნელი სათამაშოა და რთულად გასაძლები.თან ისიც ფაქტია,სლოტი არ ყოფილა ფლეიოფის მწვრთნელი,უფრო გრძელ დისტანციაზე მომუშავე კაცს გავს,კონტეს დარად. რაც შეეხება პსჟ,ლიგა ერთის მარტივად მოგების გამო და ზამთრის შესვენების გამო ძალები გადაანაწილა,ფორმაში შეხვდა ამ ეტაპს.რა თქმა უნდა,ენრიკეს საპლეიოფო გამოცდილებაც არ უნდა დავივიწყოთ და ასევე,როტაციის შესაძლებლობა.ყველას შემტევები აკერია პირზე,თუმცა მე ჟოა ნევეში მომეწონა ზოგადად ორივე თამაშში,სასწაული ბიჭია და ძალიან მაგრად პროგრესირებს. ამიტომაც მგონია რო იმარჯვა იმან,ვინც უფრო დასვენებული იყო და უკეთესად მომზადებული იყო. ლივერპული არ განიხილავდა პენალტებს,ეს რო ესე ყოფილიყო ელიოტით დაიწყებდა და სობოსლაი მერე შემოვიდოდა,ასევე,ჟოტაც კარგი დამრტყმელია და მაკ ალისტერიც. მწვრთნელმა აქცენტი გააკეთა ახალ შემოსულებზე,ჯონსის გამიკვირდა,მარა ნუნიესი მაგარი სუსტი ფორვარდია და ეტყობოდა კოჭებში რო გამაზავდა. ნუ ბევრს აღარ ვიტყვი ამ თამაშზე,პსჟმ დამსახურებულად მოიგო და გავიდა შემდეგ ეტაპზე. რაც შეეხება შემდეგ მეტოქეს,თუ არ ვცდები ასტონ ვილა არის და არც ეგრეა რო ადვილი სათამაშო ქონდეს.ორი ესპანელი მწვრთნელის დაპირისპირებაა და დიდი გამოცდილება აქვს ემერის.თან ასტონვილა გაძლიერდა ზამთარში,ასენსიო დაიმატეს პსჟდან და რაშფორდი იუნაიტედიდან. ლივერპულზე რთული სათამაშო იქნება ეგ თამაში,რადგან ვილა ზონებს არ გახსნის ისე როგორც ლივერპული და არც სივრცით დაცვას ითამაშებს,კაცი კაცის დამცველს დაუყენებს დარწმუნებული ვარ. ვილა კარგი გუნდია და გაჭირდება მარტივად გასვლა. თან იქამდე დიდი დროა,ერთი თვის წინ,პსჟ გასვლა რო გეთქვა ლივერპულთან დაგცინებდნენ მაგრად,თუმცა ახლა რეალობაა. სანაკრებო პაუზის მერე ვინ და როგორ დაბრუნდება კაცმა არ იცის,ამიტომ პროგნოზები არაფრის მომცემია. მთვარია კარგი ფეხბურთი იყოს,დანარჩენი გამოჩნდება.
მათოსი
22:28 12-03-2025
0
რამხელა სამუშაო გაწია კვარაცხელიამ, დღევანდელი PSG არის საოცარი ძალის გუნდი და არ გამოვრიცხავ რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ამ გუნდს ჰყავდა უფრო დიდი ფეხბურთელები თითქოს, მაგრამ დღევანდელი PSG არის აბსოლიტურად იდეალური გუნდი, ერთადერთი , რაც აკლია არის შეცვლაზე ხალხი, დანარჩენი ამნაირი სრულფასოვანი და სრულყოფილი გუნდი ალბათ შეიძლება იყოს მხოლოდ რეალი ამ ტურნირზე! კვარაცხელია მართლა აბლოდისმენტები, მსოფლიო დონე ხარ!
ქართველი
19:18 12-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული