ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გირაოთი გაათავისუფლებენ

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი და მისი ვაჟი, შესაძლოა, ციხიდან თავდებით გაუშვან. როგორც Football Espana იუწყება, გირაოს თანხა პრეზიდენტისთვის 300 ათას ევროს შეადგენს და მისი ვაჟისთვის - 150 ათასს.

ვილიარი, მისი შვილი გორკა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სხვა ჩინოვნიკები 18 ივლისს, ანტიკორუპციული რეიდის დროს დააპატიმრეს. ვილიარსა და მის ხელქვეითებს ბრალად ედებათ არასწორი ადმინისტრირება, თანხის მიტაცება და თაღლითობა ფეხბურთის ფედერაციის მართვის დროს. ჯამში ლაპარაკია 45 მილიონ ევროზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული