ლა ლიგამ პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერზე უარი უთხრა

AutoSharing Option
ნეიმარის სატრანსფერო საგა ახალ ეტაპზე გადავიდა - ლა ლიგის პრეზიდენტმა პირობა შეასრულა და "პარი სენ ჟერმენს" ბრაზილიელი ვარსკვლავის გამოსყიდვაზე უარი უთხრა.

დღეს, სპორტის სამართალზე სპეციალიზირებული იურისტი ხუან დე დიოს კრესპო, რომელიც ნეიმარისა და პსჟ-ს ინტერესებს წარმოადგენს, ლა ლიგის ოფისში მივიდა. მას თან ჰქონდა საბანკო ჩეკი, რომლითაც ნეიმარის "ბარსელონადან" გამოსყიდვის ღირებულება, 222 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. "პარი სენ-ჟერმენი" გეგმავდა, რომ ნეიმარს დღეს გამოისყიდიდა და მას შაბათს გრანდიოზულად წარადგენ
და.

თუმცა, პარიზული კლუბის გეგმები აირია, ვინაიდან ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, სიტყვა შეასრულა და პსჟ-ს ფეხბურთელის გამოსყიდვაზე უარი უთხრა. ლა ლიგის პოზიცია ასეთია - პარიზული კლუბი ფინანსური ფეარ ფლეის წესებს არღვევს და ესპანელები ტრანსფერს ამ მიზეზით ეწინააღმდეგებიან.

Marca-ს ცნობით, პსჟ-ს მომდევნო ნაბიჯი FIFA-ში წასვლაა. პარიზელები შეეცდებიან ტრანსფერზე უფლება მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან მიიღონ. 31 აგვისტოს შემდეგ კი, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახული იქნება, მის ფინანსურ ფეარ ფლეისთან შესაბამისობას UEFA დაადგენს.

- "ბარსელონა" ადასტურებს: ნეიმარს წასვლა უნდა

- 502 000 000 ევრო 5 წელიწადში - შეიხთა ახირების დრო

- L'Equipe: ნეიმარმა პსჟ-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაუბრუნეთ საიტს ძველი დიზაინი
nika
19:00 03-08-2017
0

სიახლეები პოპულარული