ნეიმარი: "ბარსელონა" ფულის გამო არ დამიტოვებია

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეული ნეიმარი აცხადებს, რომ "ბარსელონადან" პარიზულ კლუბში რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადასვლის მოტივაცია ფული არ ყოფილა.

25 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "პარი სენ-ჟერმენის" ახალ ფეხბურთელად პრეზენტაციის დროს არაერთ საკითხზე ისაუბრა.

"ახალი გამოწვევით ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ. პარიზი შესანიშნავი ქალაქია. მიჭირს აღვწერო, რას ვგრძნობ ახლა. ახალი გამოწვევა მჭირდებოდა და გულმა აქ მომიყვანა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "ბარსელონაში" თავს ვარსკვლავად არ ვგრძნობდი. ამ კლუბში თავს კარგად ვგრძნობდი.

გულმა მიკარნახა და პსჟ-სთან კონტრაქტი გავაფორმე. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული
გადაწყვეტილება იყო, რომელიც ოდესმე მიმიღია. ისეთ დიდ გუნდში ვთამაშობდი, როგორიც "ბარსელონაა". იქ ბევრი მეგობარი დამრჩა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ყველა მათგანს მადლობას ვუხდი. უბრალოდ, ვგრძნობდი, რომ წასვლის დრო მოვიდა.

პსჟ-ში თავს უკვე ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. აქ დამხვდნენ მეგობრები, რომლებიც ჩემი გადმოსვლით მოხარულები არიან. თუმცა, ჩემს გადაწყვეტილებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია.

ვითამაშებ თუ არა ხვალ? ფეხბურთის თამაში მწყურია და თუ შესაძლებლობა მექნება, მზად ვარ, ვითამაშო.

რას ვეტყვი "ბარსელონას" გულშემატკივრებს? ვფიქრობ, "ბარსელონაში" ჩემი ისტორია უკვე დავწერე და არაერთი ტიტული მოვიგე. თუმცა, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის.

ფული ჩემი მამოძრავებელი ძალა არასდროს ყოფილა. ეს ჩემთვის მთავარი მოტივაცია არაა. მწყინს, როდესაც ხალხი ამბობს, რომ "ბარსელონა" ფულის გამო დავტოვე", - აცხადებს ნეიმარი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეხ ფულო-ფულო რახარ ასეთი შე ოხერო შენა ჰააააააააა და კიდევ ადამიანო შენს სტომაქს განა როდისმე უწერია ამოყორვა???? და კიდევ რა ხარ ადამიანო ასეთი გაუმაძღარი ჰააააააააააა. ეგ რომ ქველმოქმედებაში დამხარჯველი იყოს ახლავე იტყოდა ჩემი ხელფასის ამდენ და ამდენ %-ს ქველმოქმედებას მოვახმარო, მარა მერე შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, იმის შვილები, იმის შვილები და ვირიშვილები????
დათო
13:02 09-08-2017
0
მოსწყინდა მაგკაცსაც სულმესის ჩრდილში ყოფნა, აღრაადრო თავისი თავი და ძალები მოსინჯოს? არაკმაყოფილებს ის რაცაქ მასაცუნდა რონალდოსავით და მესივით თავისი ფიგურა უფრო გამოკვეთოს, მერწმუნეთ მას არანაკლები მესიზე დიდი იმუნიტეტი აქვს მაგრამ იქ ყოველთვის მესის უკან იდგებოდა მიხვდა და ამბობს კიდევაც რომ მივხვდი რომ უნდა წავსულიყავიო პირდაპირ ხომევერგვეტყვის არაა? ვიცი ფანებს მაგრად გაუტეხა მაგრამ თუნამდვილი ფანი ხარ ყველგანუნდა უქომაგო,რაცშეხება ფულს მართლა მარტოეგეცარრრაა, მასყველა გულისწადილი ასრულებულიაქვს უკვ, თან ბარსასრომარდომოდა გაშვება გაუშვებდა თქვენიაზრით? მადაც კარგი შებერტყილები ზიან მარტომაგისნება არა ეგ ყველაფერი,
ჯონი
16:18 06-08-2017
0

სიახლეები პოპულარული