ევროპული სპორტული გამოცემები, Cadena SER-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასამართლოზე გაჟღერებულ რონალდოს შემდეგ კომენტარს ავრცელებენ:
"ინგლისში, საგადასახადო პრობლემები არასდროს მქონია. სწორედ ამიტომ მინდა იქ დაბრუნება. გადასახადებს ყოველთვის ვიხდიდი, ინგლისში და ესპანეთშიც.
კარგად იცით, რომ თქვენი მოტყუება არ შემიძლია. ჩემი მხრიდან ეს სიბრიყვე იქნებოდა. მე გადაშლილი წიგნი ვარ. თქვენ არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ. უბრალოდ, ჩაწერეთ გუგლში ჩემი სახელი და კრიშტიანოზე ყველაფერს გაიგებთ. მაგალითად, Forbes-ს ჩემი შემოსავლები დეტალურად აქვს
ამ ტექსტით რონალდომ მოსამართლეს მიმართა, რომელიც მის საგადასახადო დავას განიხილავს.
კრიშტიანო რონალდო, 2003-2009 წლებში, "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.
- ესპანეთის პროკურატურა კრიშტიანო რონალდოს 14,7 მლნ ევროს გადასახადების დამალვას ედავება
- კრიშტიანო რონალდოს, ლეო მესისგან განსხვავებით, რეალური პატიმრობა ემუქრება
- კრიშტიანო რონალდო სასამართლოს წინაშე წარდგა - უდანაშაულო ვარ