კრიშტიანო რონალდო მოსამართლეს: ინგლისში დაბრუნება მინდა

AutoSharing Option
თუ ესპანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, კრიშტიანო რონალდომ, რამდენიმე დღის წინ გამართულ სასამართლოზე, ინგლისში დაბრუნების სურვილი დააფიქსირა

ევროპული სპორტული გამოცემები, Cadena SER-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასამართლოზე გაჟღერებულ რონალდოს შემდეგ კომენტარს ავრცელებენ:

"ინგლისში, საგადასახადო პრობლემები არასდროს მქონია. სწორედ ამიტომ მინდა იქ დაბრუნება. გადასახადებს ყოველთვის ვიხდიდი, ინგლისში და ესპანეთშიც.

კარგად იცით, რომ თქვენი მოტყუება არ შემიძლია. ჩემი მხრიდან ეს სიბრიყვე იქნებოდა. მე გადაშლილი წიგნი ვარ. თქვენ არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ. უბრალოდ, ჩაწერეთ გუგლში ჩემი სახელი და კრიშტიანოზე ყველაფერს გაიგებთ. მაგალითად, Forbes-ს ჩემი შემოსავლები დეტალურად აქვს
შესწავლილი."

ამ ტექსტით რონალდომ მოსამართლეს მიმართა, რომელიც მის საგადასახადო დავას განიხილავს.

კრიშტიანო რონალდო, 2003-2009 წლებში, "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.

- ესპანეთის პროკურატურა კრიშტიანო რონალდოს 14,7 მლნ ევროს გადასახადების დამალვას ედავება


- კრიშტიანო რონალდოს, ლეო მესისგან განსხვავებით, რეალური პატიმრობა ემუქრება

- კრიშტიანო რონალდო სასამართლოს წინაშე წარდგა - უდანაშაულო ვარ
მკითხველის კომენტარები / 2 /
Es rava Abesadzesavit ambobs dagoogleto ra gamiketebiao))) gaskvanchaven am ubedursac)))
Nietzcshe
10:57 05-08-2017
2
ესპანეთში ფეხბურთელებს უფრო დასდევენ,ვიდრე ჩვენთან მკვლელებს.
სოსო
17:25 05-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული