ამ დროს ყველა ბრიტანული ტაბლოიდი სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. ზოგი ამტკიცებს, კატალონიელები უკვე ინგლისში არიან და ტრანსფერი მოკვარახჭინებულიაო, ზოგი კი "წითლების" მენეჯერის, იურგენ კლოპის გამონათქვამს აქვეყნებს, რომელმაც ბრძანა, ეგენი ჩვენთან არ მოსულან და ამას აზრი არა აქვს, რამეთუ მისი გამსხვისებელნი არა ვართ, ამდენად, სჯობს
დღეს კი "მარკა" სრულიად არასაიდუმლოდ გვამცნობს, რომ "ასულგრანა" ფილიპეს უეჭველი შეიძენს და თანაც, კვირამდე, რათა ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში ათამაშოს. კონკრეტული თანხაც სახელდება - 90 მილიონი ევრო ნაღდი ფული და 30 მილიონი ბონუსის სახით. აი, ღირს თუ არა ეს ყმაწვილი ამდენი, ამას მომავალი სეზონი გვიჩვენებს. როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო.