ალბათ, ბევრი გააკვირვა "ბარსელონას" მიერ "გუანჯოუ ევერგრანდიდან" ბრაზილიელი ნახევარმცველის, პაულინიოს 40 მილიონ ევროდ შეძენამ. "ტოტენჰემში" ყოფნისას მას თავი დიდად არაფრით გამოუჩენია, ჯეელიც არაა, პერსპექტივაზე რომ ისაუბრო - 29 წლისაა.
პაულინიოს შესახებ "ასულგრანას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა: "ის სელესაოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ტექნიკურია, ფიზიკურად ძლიერია. ჩვენს გუნდს ახალ ელემენტებს შესძენს, რამეთუ მსგავსი ტიპის მოთამაშე არა გვყავს".
ჰოდა, მალე ვნახავთ, რისი შნო და მარიფათი აქვს.