როგორ დაუთმო "ბარსელონამ" მარკო ასენსიო "რეალს"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" 21 წლის შემტევის, მარკო ასენსიოს აგენტი იმ დროს იხსენებს, როდესაც "ბარსელონამ" მისი კლიენტის შეძენაზე უარი განაცხადა.

"როდესაც "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, კატალონიელებმა გვითხრეს, რომ ასენსიოს შეძენა არ შეეძლოთ. მათ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს და როდესაც 3 თვის შემდეგ მოგვიბრუნდნენ, უკვე გვიანი იყო.

"რეალმა" ყოველმხრივ 20-ჯერ უკეთესი შეთავაზება გაგვიკეთა. მადრიდელები უკეთეს პირობებს გვთავაზობდნენ როგორც საფეხბურთო, ასევე ფინანსური მხრივ", - აცხადებს მარკო ასენსიოს წარმომადგენელი ორასიო გახიოლი.

მარკო ასენსიო "რეალში" 2014 წელს, "მალიორკადან", 4 მილიონ ევროდ გადავიდა.

ესპანეთის სუპერთასზე ბოლო დღეებში გამართულ
ორ "ელ კლასიკოში" ასენსიომ "ბარსელონას" 2 გოლი გაუტანა.

- ესპანეთის სუპერთასი: "რეალი" "ბარსელონას" ბურთის ფლობაშიც კი სჯობს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული