"უკანასკნელი ორი წლის მანძილზე "ბარსას" რეგრესს თავისი მიზეზები აქვს. სამი თავდამსხმელით თამაშის აკვიატებული იდეის გამო გუნდის საფირმო სტილი დაირღვა. ახლა მესი თავის ფუნქციასაც ასრულებს, ხავისასაც და ანდრეს ინიესტასასაც.
ლეო კვლავაც არაორდინალურია, მაგრამ გამორჩეული აღარაა. კატალონიელებმა მადრიდში სამი ტაქტიკა გამოიყენეს: შეხვედრა სამი ცენტრალური მცველით დაიწყეს, შემდეგ 4-3-3-ზე გადავიდნენ და მატჩი 4-4-2-ით დაასრულეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩამოყალიბებული სათამაშო იდეა
აუცილებლად სჭირდებათ ტრანსფერები. მათი მთავარი პრობლემა ფეხბურთელთა მენტალური დაღლილობაა. არ იციან ამ დონეზე როგორ გაიმარჯვონ. სჭირდებათ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ამას გააკეთებენ.
ბოლო წლებში ასულგრანა ფონს უფრო ინდივიდუალიზმით გადიოდა, ვიდრე კოლექტიური თამაშით".