სევილიას "ბეტისთან" დღევანდელი მატჩის წინ "ბარსელონას" მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე "მუნდო დეპორტივოს" ჟურნალისტს გაესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:
"ბლანკოსთან შეხვედრები ძალიან დამეხმარა. მომენტებში ურიგოდ არ ვირჯებოდით, მაგრამ ყოველთვის არა. ვიცით რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. აშშ-ში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბედნიერები ვიყავით. "სამეფო გუნდთან" წაგებებმა ბევრი რამ გვასწავლა.
"ბეტისთან" კარგად თამაში და მოგება გვმართებს. არ ვიცი ცუდი ბურთაობით როგორ უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება ხოლმე.
მოწინააღმდეგისგან აქტიურ თამაშს ველი. ჩემთვის ასულგრანაში მუშაობა ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე სასიამოვნო გამოცდაა".
ამ მატჩში მონაწილეობას ვერ
მიიღებს ტრავმირებული ანდრეს ინიესტა, ჟერარდ პიკემ კი ეტყობა ტრავმა მოირჩინა და განაცხადშია შეყვანილი."გუანჯოუ ევერგრანდიდან" ჯერ საბუთები არ ჩამოუვიდა "ბარსას" ახალწვეულ ნახევარმცველს პაულინიოს და "ბეტისის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ბლაუგრანას ყოფილმა თავდამსხმელმა ხრისტო სტოიჩკოვმა კი თავისი ყოფილი კლუბის პრეზიდენტს ჟოზეპ ბარტომეუს ვიდეო გაუგზავნა, სადაც ბურთით ოსტატურად ჟონგლიორობს და მიმართა, შენს ნაყიდ პაულინიოს კი არ ვგავარ, ბურთს მარტო ორჯერ რომ კენწლავსო...