ჟოან ლაპორტამ ჟოზეპ ბარტომეუს შეუტია

AutoSharing Option
აკი გითხარით, "ბარსელონაში" შექმნილი ვითარების სათავისოდ გამოყენებას კლუბის ექს-პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა შეეცდება და ამჟამინდელ პრეზიდენტს ჟოზეპ ბარტომეუს შეუტევს-თქო.

შეტევა მართლაც დაიწო. მან როდესაც გაიგო "მანჩესტერ სიტი" თავდამსხმელ ლეო მესის კონტრაქტის 60 მილიონ ევროდ გამოსყიდვას აპირებსო, ტვიტერზე დაწერა, თუ გინდათ ლიონელი "ბარსაში" დარჩეს და თავს ბედნიერად გრძნობდეს, სასწრაფოდ უნდა მოვიცილოთ ბარტომეუო.

ეს ამბავი კი უმალ გვამცნო "მარკამ". გეცოდინებათ, ბლაუგრანასთან თავისი პირველი კონტრაქტი მესიმ სწორედ ლაპორტას პრეზიდენტობისას გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
60 კი არა 300 მილიონი ადმინ.DD დანარჩენში მართალია ლაპორტა მოსაშორებელია ეგ კაცი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული