ცოტა ხნის წინ ნეიმარი კატალონიაში ჩავიდა და იქ მას ლიონელ მესი და ლუის სუარესი შეხვდნენ. ამის შემდეგ, ტრიომ რამდენიმე ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. მოგვიანებით, მათ ხერარდ პიკე და ივან რაკიტიჩიც შეუერთდნენ.
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას ეს ძალიან არ მოეწონა. Cadena Ser-ის ინფორმაციით, კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ამგვარ შეხვედრებს "დაუშვებელი" უწოდა. გარდა ამისა, "ბარსაში" სურთ დაელაპარაკონ მესისა და სხვა ფეხბურთელებს და აუხსნან მათ, რომ ნეიმართან შეხვედრებს ბოლო უნდა მოეღოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური