ოფიციალურად: უსმან დემბელე "ბარსელონაში" გადადის, მასზე ძვირი კი მხოლოდ ნეიმარი ღირს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონამ" 20 წლის ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

"ბარსას" ვებგვერდის ცნობით, კლუბი დორტმუნდის "ბორუსიას" 105 მილიონს გადაუხდის. გარიგება ასევე ითვალისწინებს ბონუსებსაც - არაოფიციალური ინფორმაციით, 40 მილიონს.

დემბელე ბარსელონაში კვირას ჩავა. ორშაბათს ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 20 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება, რაც მესის კონტრაქტში მითითებულ თანხაზე მეტია.

უსმან დემბელე "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი და ფეხბურთის ისტორიაში მე-2 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. მასზე მეტი მხოლოდ ნეიმარშია გადახდილი - 222 მილიონი ევრო.
სწორედ ბრაზილიელის შემცვლელად მიიყვანა "ბარსამ" დემბელე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული