ინიესტა და პაულინიო "ალავესთან" მატჩის განაცხადში არიან

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მადრიდის "რეალთან" ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში მიღებული ტრავმა მოირჩინა და პრიმერას მეორე ტურში გასვლაზე "ალავესთან" სათამაშოდ მზადაა.

ასევე შეუძლია ასპარეზობა ახლადშეძენილ პაულინიოს, რომელმაც ლა ლიგას პირველ ტურში იმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, რომ მისი ყოფილი კლუბიდან "გუანჯოუ ევერგრანდიდან" საბუთები დაგვიანებით გაუგზავნეს.

დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა ტრავმირებულმა თვდამსხმელმა ლუის სუარესმა, მაგრამ ჯერ თამაში არ შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული