მარსელინიო: მგონი კარგ გუნდს ვაყენებთ

AutoSharing Option
პრიმერას მე-2 ტურში "რეალთან" ნაყაიმევს "ვალენსიას" მწვრთნელმა მარსელინიო გარსია ტორალმა აღნიშნა, რომ ორივე გუნდს შეეძლო მოგება:

"როგორც წესი, შედეგი თამაშის გამოსახულებაა. ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება. ასე რომ, ფრით კმაყოფილი ვარ. ვამაყობ ჩემი ბიჭებით. როდესაც დაცვაში ორგანიზებულად ვთამაშობთ, გუნდი კარგად გამოიყურება.

წინ გრძელი გზა გვაქვს. მოკრძალებულნი უნდა ვიყოთ. კარგი გუნდის დაყენება გვინდოდა და მგონი გამოგვდის.

რაც შეეხება მეტოქეს, იმდენი ბურთი ჩაკიდეს ჩვენს საჯარიმოში, რონალდო რომ ყოფილიყო, შესაძლოა გოლი გაეტანა. ასენსიომ ჩინებულად იასპარეზა. მიმაჩნია, რომ მას ესპანურ ფეხბურთში ახალი ეპოქის დაწყება შეუძლია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული