ოფიციალურად: "ბარსელონამ" უსმან დემბელე წარადგინა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" 20 წლის ფრანგი თავდამსხმელი უსმან დემბელე ოფიციალურად წარადგინა.

"ბარსას" ვებგვერდის ცნობით, კლუბი დორტმუნდის "ბორუსიას" 105 მილიონს გადაუხდის. გარიგება ასევე ითვალისწინებს ბონუსებსაც - არაოფიციალური ინფორმაციით, 40 მილიონს.

დემბელემ "ბარსელონასთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 11-ნომრიანი მაისურა მიიღო. 20 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება, რაც მესის კონტრაქტში მითითებულ თანხაზე მეტია.

უსმან დემბელე "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი და ფეხბურთის ისტორიაში მე-2 ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია. მასზე მეტი მხოლოდ ნეიმარშია გადახდილი - 222 მილიონი ევრო. სწორედ ბრაზილიელის შემცვლელად მიიყვანა "ბარსამ"
დემბელე.

აღსანიშნავია, რომ უსმან დემბელეს პირველი პროფესიონალური კლუბი, "რენი", 26 მილიონი ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული