"ბარსელონას" პრეზიდენტის ბარტომეუს გადაყენების კამპანია დაიწყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი აგუსტი ბენედიტო კლუბის პრეზიდენტის ჟოზეპ ბარტომეუს გადაყენებას ცდილობს და ამ მიზნით კამპანია წამოიწყო. უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებისთვის მან "ბარსას" წევრი 110 648 გულშემატკივრისგან 2 კვირის განმავლობაში 16 570 ხელმოწერა უნდა მოაგროვოს.

ასულგრანას ვიცე-პრეზიდენტმა ხორდი კარდონერმა განაცხადა, რომ ახლა მსგავსი ქმედებების დრო არ არის და უპრიანია ეს კამპანია სეზონის დასრულებისას დაწყებულიყო.

ბენედიტოს მსგავსად ბარტომეუს გადაყენების სურვილს გამოთქვამს "ბარსას" ექს-პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა. მისი თქმით, თუ უნდათ ლეო მესი გუნდში დარჩეს და თავს ბედნიერად გრძნობდეს, სასწრაფოდ უნდა მოიცილონ ბარტომეუ.

შექმნილ
ვითარებაში ბევრი რამ იქნება ბლაუგრანას ასპარეზობაზე დამოკიდებული. თუ კატალონიურმა გრანდმა წარმატებულად ვერ ითამაშა, მაშინ ბუნებრივია ეს ქომაგების უკმაყოფილებას გამოიწვევს და ბარტომეუს სავარძელი შეერყევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული