47 წლის სპეციალისტის ძველ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდიოდა. ინფორმაცია, რომ სიმეონე "როხიბლანკოსთან" თანამშრომლობას გაახანგრძლივებდა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა, დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა.
დიეგო სიმეონე "ატლეტიკოს" 2011 წლიდან წვრთნის. მადრიდულ გუნდს მან თითოჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი მოაგებინა, ხოლო 2-ჯერ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.