"ატლეტიკო" ვალენსიაში მას მერე ჩავა, რაც კლუბმა ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტა - დიეგო სიმეონემ "ლოს კოლჩონეროსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. სანაკრებო პაუზის გამო იმდენი ფეხბურთელი იყო ნაკრებებში მივლენილი, რომ ოთხშაბათს სიმეონემ ორკარა 9X9-ზე ათამაშა.
ორმხრივი თამაშის შემდეგ არგენტინელი მწვრთნელი 10
"კამპ ნოუზე" ბარსელონური დერბია - "ბარსა" "ესპანიოლს" მასპინძლობს. დერბი კი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამ შეხვედრაში "ბარსას" ფანების მთავარი საძულველი ფეხბურთელი "ესპანიოლის" 34 წლის ფორვარდი სერხიო გარსია იქნება, თუმცა "ბარსას" ექსფეხბურთელს, რომელსაც ვერაფრით აპატიეს "ესპანიოლში" გადასვლა, ეს ნაკლებად აღელვებს, რაც უფრო იხმაურებენ, მით უკეთ ვითამაშებო.
ამ შეხვედრაში ველით უსმან დემბელეს დებიუტს, ხოლო პაულინიოს - უკვე სასტარტო შემადგენლობაში. მოკლედ, "სულ სხვა" "ბარსელონა" უნდა ვიხილოთ - გუნდი 4-2-3-1-ზე გადაერთვება - წინ მყოფ ლუის სუარესს ზურგიდან ლეო მესი დაეხმარება, ხოლო ფლანგებზე ჟერარდ დეულოფეუ და დემბელე ითამაშებენ, პაულინიო კი სერხიო ბუსკეტსთან ტანდემს შექმნის. საინტერესოა...
დაბოლოს, ზინედინ ზიდანის "რეალი", რომლის რიგებშიც კეილორ ნავასი და კაზემირო არ ვარჯიშობდნენ, "ლევანტეს" დისკვალიფიცირებული კრიშტიანო რონალდოს გარეშე უმასპინძლებს.
ფაქტები
- რაც ზინედინ ზიდანი "რეალს" თავკაცობს, გუნდმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა 0:0 (92 თამაშში).
- სამხრეთ მადრიდის დერბი "ლეგანესსა" და "ხეტაფეს" შორის ლა ლიგაში პირველად იმართება.
- ორი ტურის მერე ყველაზე მეტი პასი ივან რაკიტიჩს (ბარსელონა) აქვს გაკეთებული - 181.
- "ესპანიოლს" "ბარსელონა" 2008/09 წლების სეზონის მერე არ დაუმარცხებია, როცა ამ გუნდმა "კამპ ნოუზე" 2:1 მოიგო.
- "რეალ სოსიედადმა" ბოლო 14 სეზონის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ იმარჯვა "რიასორზე" (2006 და 2013).
ესპანეთი. ლა ლიგა. III ტური
პარასკევი. 8 სექტემბერი
ლეგანესი-ხეტაფე 23:00
შაბათი. 9 სექტემბერი
რეალი-ლევანტე 15:00
ვალენსია-ატლეტიკო 18:15
სევილია-ეიბარი 20:30
ბარსელონა-ესპანიოლი 22:45
კვირა. 10 სექტემბერი
დეპორტივო-სოსიედადი 14:00
ბილბაო-ჟირონა 18:15
სელტა-ალავესი 20:30
ვილიარეალი-ბეტისი 22:45
ორშაბათი. 11 სექტემბერი
მალაგა-ლას პალმასი 23:00
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"