მადრიდის "რეალმა" შინ ვერ შეძლო "ლევანტეს" დამარცხება. "სამეფო კლუბმა" ზედიზედ მეორე ვალენსიურ კლუბთან ვერ შეძლო "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამარჯვება - 1:1.
სტუმრები მცველის, ივან ლოპესის (იგივე ივი) გოლის წყალობით დაწინაურდნენ, მაგრამ მალე "რეალის" კუთხურს ლუკას ვასკესის გოლი მოჰყვა. "რეალი" უძლიერესი შემადგენლობით არ თამაშობდა, ისკო, ბეილი და კოვაჩიჩი მეორე ტაიმში შემოვიდნენ, კაზემირო სათადარიგო იყო. კრიშტიანო რონალდომ თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, რაფაელ ვარანმა და კეილორ ნავასმა - ტრავმის.
ამას დაემატა ქარიმ ბენზემას ტრავმა,
ზინედინ ზიდანი (რეალი): "ვერ ვიქნები კმაყოფილი, სტარტზე 4 ქულა დავკარგეთ და გუნდი ვერ აჩვენებს კარგი ხარისხის ფეხბურთს. დღეს ბევრი რამ გვაკლდა, განსაკუთრებით კარგი სტარტი, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანია. ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც დაცვაში "ჩაიკეტა". ასეთ შემთხვევაში პირველებს ჩვენ უნდა გაგვეტანა, მაგრამ გაიტანეს მათ. ყველაზე მეტად ეს მაშფოთებს. ამის მიუხედავად, თავს არ დავკარგავთ და შემდეგი მატჩებისთვის მშვიდად მოვემზადებით".
"მესტალიაზე" "ვალენსიამ" და მადრიდის "ატლეტიკომ" უგოლო ფრე ითამაშეს - 0:0. თამაში მოკლებული იყო მწვავე მომენტებს, თუმცა მოგებასთან უფრო ახლოს მადრიდელები იყვნენ.
ნოლიტოს გოლი და საგოლე პასი დაეხმარა "სევილიას" "ეიბარის" 3:0 განადგურებაში.
ბარსელონურ დერბიში "ბარსელონამ" "ესპანიოლი" 5:0 გაანადგურა, ლიონელ მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა, შემდეგ თავი ჟერარდ პიკემ და ლუის სუარესმა (დებიუტანტ უსმან დემბელეს პასით) გამოიჩინეს.
შაბათი. 9 სექტემბერი
რეალი-ლევანტე 1:1
გოლები: 0:1 ივი (12), 1:1 ლ. ვასკესი (36)
გაძევება: მარსელო (89. რეალი)
ვალენსია-ატლეტიკო 0:0
სევილია-ეიბარი 3:0
გოლები: 1:0 განსო (46), 2:0 ბენ იედერი (76), 3:0 ნოლიტო (92)
ბარსელონა-ესპანიოლი 5:0
გოლები: 1:0 მესი (26), 2:0 მესი (35), 3:0 მესი (67), 4:0 პიკე (87), 5:0 ლ. სუარესი (90)
პარასკევი. 8 სექტემბერი
ლეგანესი-ხეტაფე 1:2
კვირა. 10 სექტემბერი
დეპორტივო-სოსიედადი 14:00
ბილბაო-ჟირონა 18:15
სელტა-ალავესი 20:30
ვილიარეალი-ბეტისი 22:45
ორშაბათი. 11 სექტემბერი
მალაგა-ლას პალმასი 23:00
1. ბარსელონა - 9 ქულა; 2. სევილია - 7; 3. რეალ სოსიედადი - 6; 4. ლეგანესი - 6; 5. რეალი - 5.