ესპანეთი. ლა ლიგა. III ტური: "ბარსა" - აბა, კრიზისი? [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" კრიზისზე ლაპარაკობდნენ და კვლავ აგრძელებენ, მაგრამ რეალურად ლა ლიგაში სტარტი მის მთავარ კონკურენტს - "რეალს" არ გამოუვიდა - "ბარსა" დაფრინავს, "სამეფო კლუბი" კი შინ ვალენსიურ კლუბებთან ქულებს ანიავებს...

"ლევანტესთან" "რეალის" ასეთ შემადგენლობას არავინ ელოდა, მაგრამ მაინც ძალზე მოულოდნელია 1:1, თან, ელიტაში დაბრუნებულ გუნდთან "რეალი" სულაც აგებდა. ყველაფერთან ერთად, ზიდანის გუნდმა 4-5 კვირით დაკარგა ქარიმ ბენზემა, რომელიც პირველივე ტაიმში გამოცვალეს. ამას დაემატება მარსელოს დისკვალიფიკაცია გაძევებისთვის. ამბობენ, ის შესაძლოა, 4-მატჩიანიც კი იყოს.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ვერ ვიქნები კმაყოფილი, სტარტზე 4 ქულა
დავკარგეთ და გუნდი ვერ აჩვენებს კარგი ხარისხის ფეხბურთს. დღეს ბევრი რამ გვაკლდა, განსაკუთრებით, კარგი სტარტი, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანია. ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც დაცვაში "ჩაიკეტა". ასეთ შემთხვევაში პირველებს ჩვენ უნდა გაგვეტანა, მაგრამ გაიტანეს მათ. ყველაზე მეტად ეს მაშფოთებს. ამის მიუხედავად, თავს არ დავკარგავთ და შემდეგი მატჩებისთვის მშვიდად მოვემზადებით".

"კამპ ნოუზე" კი ყველაფერი რიგზე იყო მეორე გრანდისთვის - 5:0 და ლეო მესის მორიგი ჰეთ-თრიკი (პირველი გოლი საეჭვო კი იყო). უსმან დემბელემ თავისი დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა, რაც ფრანგ ფეხბურთელებს ბოლო ათწლეულში არ გაუკეთებიათ "ბარსელონაში". მოკლედ, "ბარსა" სატრანსფერო ფრონტზე კი დამარცხდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ასახულა მოედანზე. ბოლოს "ბარსა" "რეალს" 4 ქულის სხვაობით 17 თვის წინათ უსწრებდა...

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "ახლა სეზონის დასაწყისია და ლიდერობაზე ლაპარაკი ზედმეტია, თუმცა ყოველთვის სჯობს წინ იყო, ვიდრე მდევრის როლში. მე მოხარული ვარ ლეოს გამო, რომელიც ექსტრავაგანტური ფეხბურთელია. დემბელეს ნელ-ნელა მივცემთ დროს, ის ჩვენი ერთ-ერთი იმედია".

ტურის ცენტრალურმა მატჩმა ვერ ივარგა - დიეგო სიმეონე ტყუილად არ ამბობდა, მარსელინო რაღაცით მგავსო - ორმა გუნდმა მაყურებელი გოლებით ვერ გაახარა, თუმცა "ვალენსიაზე" ახლოს მიზანთან "ატლეტიკო" იყო.

ამასობაში, ედუარდო ბერიცოს "სევილია" სულ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა ხდება - 3:0 "ეიბართან" და ნოლიტოს გოლს პლუს პასი ამის ნათელი მაგალითია.

სამი ტურის მერე "ბარსასთან" ერთად ქულები არ დაუკარგავს "რეალ სოსიედადს", რომელმაც ნავსი გატეხა და "რიასორზე" "დეპორტივო" 4:2 დაამარცხა. 4-დან 3 გოლი "რეალის" ყოფილი ფეხბურთელების ანგარიშზეა.

ფაქტები
* "ლეგანესსა" და "ხეტაფეს" შორის ისტორიული დერბი გაიმართა - სამხრეთმადრიდული, პირველად ლა ლიგის ისტორიაში.

* ლიონელ მესიმ "ესპანიოლის" წინააღმდეგ უკვე 18 გოლი გაიტანა.

* ჟორდი ალბამ ლა ლიგაში "ბარსელონას" მაისურით მეორედ მოახერხა ერთ მატჩში ორი საგოლე პასის გაკეთება.

* სერხიო გარსიამ ლა ლიგაში მე-300 მატჩი ითამაშა, 147-ე "ესპანიოლის" მაისურით.

* "ეიბარმა" მეოთხედ ვერ შეძლო "სანჩეს პისხუანზე" გოლის გატანა.

* ვისამ ბენ იედერმა ამ სეზონში "სევილიას" მაისურით 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

* "ვალენსიამ" 2003 წლის მერე პირველად "მოახერხა" - 11 დარტყმიდან კარს ერთიც ვერ უწია.

* "ატლეტიკო" უკვე 14 ტურია, სტუმრად არ მარცხდება.

* "რეალმა" ამ სეზონში უკვე 3 წითელი ბარათი მიიღო, მაშინ, როცა გასულ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) მხოლოდ 2 წითელი ბარათი ჰქონდა.

* "რეალმა" ზედიზედ 71-ე თამაშში გაიტანა. ტოპ-5 ლიგის ეს რეკორდი კიდევ ერთი თამაშით გაიზარდა.

* ტონი კროოსი (რეალი) მე-5 გერმანელი გახდა, ვინც ლა ლიგაში 100 მატჩი ითამაშა (შუსტერის, შტილიკეს, იოზილისა და ხედირას შემდეგ).

* ასიერ ილიარამენდიმ (რეალ სოსიედადი) ლა ლიგაში დუბლი პირველად შეასრულა (182 თამაში).

* ადრიან ლოპესმა (დეპორტივო) ერთ თამაშში გოლი პლუს პასი კარიერაში მე-4-ედ მიითვალა ლა ლიგაში.

* "ალავესმა" ისტორიაში პირველად ვერ შეძლო პირველ სამ ტურში გოლის გატანა.

* მაქსი გომესმა (სელტა) ამ სეზონში სამჯერ დაარტყა ზუსტად კარისკენ და სამი გოლი გაიტანა.

* არიც ადურისს (ბილბაო) უკვე 34 გუნდის წინააღმდეგ აქვს ლა ლიგაში გოლი გატანილი. მას მხოლოდ ლეო მესი სჯობს - 35 გუნდის წინააღმდეგ გაიტანა.

* ინიაკი ვილიამსმა (ბილბაო) "სან მამესზე" პირველად შეძლო ერთ თამაშში ორი საგოლე პასის გაკეთება.

* ენეს უნალი მეორე თურქია, ვინც "ვილიარეალის" მაისურით ლა ლიგაში გაიტანა.

* ხოაკინ სანჩესმა (ბეტისი) ლა ლიგაში მე-80 საგოლე პასი გააკეთა. მას მხოლოდ მესი და რონალდო უსწრებენ.

ლეგანესი-ხეტაფე 1:2
გოლები: 0:1 არამბარი (39), 1:1 მ. გერერო (66), 1:2 ა. ხიმენესი (83)
გამოუყენებელი პენალტი: მ. გერერო (72. ლეგანესი)


რეალი-ლევანტე 1:1
გოლები: 0:1 ივი (12), 1:1 ლ. ვასკესი (36)
რეალი (4-2-3-1): კასილია - კარვახალი, ნაჩო, ს. რამოსი, მარსელო - მ. ლორენტე (62. ისკო), კროოსი - ლ. ვასკესი (72. კოვაჩიჩი), ასენსიო, ტ. ერნანდესი - ბენზემა (28. ბეილი)
გაძევება: მარსელო (89)


ვალენსია-ატლეტიკო 0:0
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გაბრიელი, გარაი (74. მურილიო), გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ა. პერეირა (61. გედეში) - ძაძა, როდრიგო (70. მინა)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, თომასი, საულ ნიგესი, ფერეირა-კარასკო (60. გაიტანი) - ა. კორეა (72. გამეირო), ვიეტო (65. ფ. ტორესი)


სევილია-ეიბარი 3:0
გოლები: 1:0 განსო (46), 2:0 ბენ იედერი (76), 3:0 ნოლიტო (92)
სევილია (4-1-4-1): ს. რიკო - მერკადო (72. კორშია), კარისო, ლონგლე, ესკუდერო - ნ'ზონზი - ხესუს ნავასი (79. ხ. კორეა), სარაბია, განსო (87. გაისი), ნოლიტო - ბენ იედერი


ბარსელონა-ესპანიოლი 5:0
გოლები: 1:0 მესი (26), 2:0 მესი (35), 3:0 მესი (67), 4:0 პიკე (87), 5:0 ლ. სუარესი (90)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (73. პაულინიო), ინიესტა (77. ანდრე გომეში) - მესი, ლ. სუარესი, დეულოფეუ (68. დემბელე)


დეპორტივო-სოსიედადი 2:4
გოლები: 0:1 ხუანმი (3), 0:2 ილიარამენდი (4), 1:2 ადრიანი (27), 2:2 ანდონე (50), 2:3 დ. ლორენტე (83), 2:4 ილიარამენდი (86)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, ელუსტონდო, ი. მარტინესი (66. დ. ლორენტე), როდრიგეში - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - ხუანმი (54. კანალესი), ვილიან ჟოზე, იანუზაი (74. ველა)


ბილბაო-ჟირონა 2:0
გოლები: 1:0 მუნიაინი (25), 2:0 ადურისი (53)
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ლეკუე, ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი (77. აკეჩე) - ვილიამსი, რაულ გარსია, მუნიაინი (84. საბინი) - ადურისი (65. იტურასპე)


სელტა-ალავესი 1:0
გოლი: 1:0 მ. გომესი (34)


ვილიარეალი-ბეტისი 3:1
გოლები: 0:1 ს. ლეონი (11), 1:1 ბაკა (32), 2:1 კასტილიეხო (61), 3:1 უნალი
(77)

ორშაბათი. 11 სექტემბერი
მალაგა-ლას პალმასი 23:00

ბომბარდირები: 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - ხუანმი (რეალ სოსიედადი), მაქსი გომესი (სელტა).

მომდევნო ტური
15 სექტემბერი:
ეიბარი-ლეგანესი;

16 სექტემბერი:
ლევანტე-ვალენსია, ხეტაფე-ბარსელონა, ბეტისი-დეპორტივო, ატლეტიკო-მალაგა;

17 სექტემბერი:
ალავესი-ვილიარეალი, ჟირონა-სევილია, ლას პალმასი-ბილბაო, რეალ სოსიედადი-რეალი;

18 სექტემბერი:
ესპანიოლი-სელტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული