"რეალმა" ბენზემას ფასი დაადო: ერთი მილიარდი

AutoSharing Option
მიმდინარე კვირას, მადრიდის "რეალი" გამოაცხადებს ფრანგ ფორვარდთან ქარიმ ბენზემასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ბენზემას მოქმედ კონტრაქტს ორი სეზონის შემდეგ გასდის ვადა.

ჟურნალი France Football წერს, რომ ოფიციალურად კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ამ დღეებში იტყვიან. 29 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულებაში ჩაიწერება გამოსასყიდი თანხის ოდენობა - ერთი მილიარდი ევრო.

ბენზემა "რეალში" 2009 წლიდან თამაშობს. ესპანურ გუნდში მან 371 მატჩი ჩაატარა, 182 გოლი გაიტანა და 104 შედეგიანი პასი შეასრულა.

ერთი მილიარდი ევროს ოდენობის გამოსასყიდი თანხა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა და
გარეტ ბეილის კონტრაქტებში წერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ