ლა ლიგა. IV ტური: "ვანდა" გრიზმანის გოლით გაიხსნა, "ბარსამ" დემბელე დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
16 სექტემბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

ვალენსიის დერბი 1:1 დასრულდა, როდრიგომ "ვალენსია" დააწინაურა, მაგრამ ენის ბარდიმ "ლევანტეს" ქულა მოუტანა.

"ბარსელონამ" სტუმრად 2:1 მოუგო "ხეტაფეს", რომელიც გაკუ შიბასაკის გოლით იგებდა, მაგრამ ჯერ დენის სუარესმა გაათანაბრა, ბოლოს კი პაულინიომ მესის პასით გამარჯვების და მისთვის სადებიუტო გოლი გაიტანა "ბარსას" შემადგენლობაში.

პირველ ტაიმში მუხლის ტრავმა მიიღო "ბარსელონას" კიდევ ერთმა ახალწვეულმა უსმან დემბელემ და მან ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო, იგი დაახლოებით 3 კვირას გამოტოვებს.

ვეტერანი ხოაკინ სანჩესის დუბლმა "ბეტისს" 2:1 მოაგებინა
"დეპორტივოზე".

მადრიდის "ატლეტიკომ" პირველად ითამაშა ახალ სტადიონ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" და 1:0 დაამარცხა "მალაგა". გამარჯვების გოლი ანტუან გრიზმანმა მეორე ტაიმში გაიტანა.

შაბათი, 16 სექტემბერი
ლევანტე-ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 როდრიგო (31), 1:1 ბარდი (41)

ხეტაფე-ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 შიბასაკი (39), 1:1 დ. სუარესი (62), 1:2 პაულინიო (84)

ბეტისი-დეპორტივო 2:1
გოლები: 1:0 ხოაკინი (14), 1:1 კარტაბია (23), 2:1 ხოაკინი (76)

ატლეტიკო-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 გრიზმანი (61)

პარასკევი, 15 სექტემბერი
ეიბარი-ლეგანესი 1:0

კვირა, 17 სექტემბერი
ალავესი-ვილიარეალი 14:00
ჟირონა-სევილია 18:15
ლას პალმასი-ბილბაო 20:30
სოსიედადი-რეალი 22:45

ორშაბათი, 18 სექტემბერი
ესპანიოლი-სელტა 23:00

1. ბარსელონა - 12 ქულა; 2. რეალ სოსიედადი - 9; 3. ატლეტიკო - 8; 4. სევილია - 7; 5. ბილბაო - 7.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული