ლონდონის "ჩელსისგან" 65 მილიონ ევროდ შეძენილი თავდამსხმელი დიეგო კოშტა დღეს მადრიდში ჩავიდა. მას აეროპორტში გულშემატკივრები შეხვდნენ და კარგა ხანს ესაუბრნენ. დიეგომ თქვა, რომ "არისტოკრატთა" მენეჯერზე ანტონიო კონტეზე ნაწყენი არაა, 3 წლის შემდეგ როხიბლანკოში დაბრუნებით ბედნიერია და მედშემოწმებაზე მიეჩქარება.
გეცოდინებათ, "ატლეტიკოს" მხოლოდ ნაახალწლევს შეუძლია ახალი ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა და ამიტომ იქამდე სადმე გაანათხოვრებს.
დიეგოს წარმატებები უსურვა "ჩელსის" ყოფილმა კაპიტანმა ჯონ ტერიმ. მან ტვიტერზე დაწერა, რომ კოშტა კარგი ფეხბურთელია, მხიარული ადამიანია და მისი თავდადება არ დააფასეს.