"ყვითელი წყალქვეშა ნავის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კონტრაქტი, ესკრიბას გარდა, მის თანაშემწეს, ხოსეპ ალკასერსა და გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელს, ხოსე მოსკაროსსაც შეუჩერდათ.
გუნდის უმწვრთნელოდ დარჩენის გამო "ვილიარეალის" დილის ვარჯიში საღამოსთვის გადაიდო. ამ დროისთვის, დიდი ალბათობით, ფრან ესკრიბას შემცვლელის ვინაობა ცნობილი იქნება.
"ვილიარეალი" 6 თამაშში მოპოვებული 7 ქულით პრიმერა დივიზიონში მე-14 ადგილზეა. შედეგი საგანგაშო არაა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელმძღვანელობამ გუშინ "ხეტაფესთან" 0:4 წაგება ვერ მოითმინა.