"ბარსელონას" პრეზიდენტი: კლუბი თავად გადაწყვეტს, რომელ ლიგაში ითამაშოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, კლუბი თავად გადაწყვეტს, რომელ ლიგაში გამოვიდეს.

"იმ შემთხვევაში, თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს, კლუბი თავად გადაწყვეტს, რომელ ლიგაში იასპარეზოს", - აქვეყნებს ბარტომეუს ციტატას Мarca.

მანამდე კატალონიის სპორტის მინისტრმა ხერარდ ფიგერასმა განაცხადა, რომ ადგილობრივ კლუბებს შესაძლებლობა ექნებათ, ინგლისის, იტალიისა ან საფრანგეთის ჩემპიონატებში იასპარეზონ, თუკი რეფერენდუმის შედეგად რეგიონი დამოუკიდებლობას მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს ჩემპიონატში ითამაშონ.ჩვენი დონისა გახდებიან ან უკეთეს შემთხვევაში. აზერბაიჯანში.....
tazo
08:37 04-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული