ტებასი: თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდა, "ბარსელონა" ლა ლიგაზე ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა იმაზე გააკეთა კომენტარი, თუ რას მოიმოქმედებენ კატალონიის ესპანეთიდან გასვლის შემთხვევაში:

"ვფიქრობ, კატალონიამ დამოუკიდებლობა რომც გამოაცხადოს, ჩემპიონატს ჩავამთავრებთ. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ. თუ მათი კლუბები ესპანეთიდან გასვლას დაუჭერენ მხარს, ჩვენი იურისდიქციიდან გავლენ და კანონით პრიმერაზე ვეღარ იასპარეზებენ.

ორიოდ თვის წინ ლ ლიგა "ბარსელონასა" და "ესპანიოლის" გარეშე ვერ წარმომედგინა. ახლა სამწუხაროდ, შემიძლია წარმოვიდგინო. მათ გარეშე თავიდან ჩემპიონატის დონე დაეცემა, მაგრამ მალევე ამაღლდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული