El Confidencial: ზინედინ ზიდანს გარეთ ბეილი აღარ უნდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, კლუბის ხელმძღვანელობას მოსთხოვოს უელსელი შემტევის, გარეთ ბეილის გაყიდვა, - ამტკიცებს El Confidencial-ი.

ჟურნალისტთა ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი და კლუბის პრეზიდენტი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ უელსელი ხშირად არის ტრავმირებული.

აღნიშნავენ, რომ ზიდანი ბეილზე აქცენტს აღარ აკეთებს, თუმცა პერესს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი - დატოვოს თუ არა შემადგენლობაში 28 წლის მოთამაშე.

სავარაუდოდ, "სამეფო კლუბს" ბეილის გაყიდვით დაახლოებით 101 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია. დაახლოებით ამხელა თანხას იხდი
და უელსელში ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი".
ბეილმა "რეალში" 159 მატჩი ჩაატარა და 70 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული