ლუის სუარესს ნოემბერში ოპერაცია ელოდება

AutoSharing Option
"ბარსელონამ" და მისმა ფორვარდმა ლუის სუარესმა მოილაპარაკეს, რომ ნოემბერში ურუგვაელი ოპერაციას გაიკეთებს მარჯვენა მუხლზე.

კლუბმა თარიღი იმის მიხედვით აირჩია, რომ ფორვარდმა მაქსიმალურად ნაკლები თამაში გამოტოვოს. Sport-სა და Cataalunya Radio-ს თანახმად, "ბარსელონა" იმედოვნებს, რომ ურუგვაი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდება და სუარესს არ დასჭირდება დამატებით პლეი ოფის მატჩებში თამაში.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, სუარესი ორ-სამ კვირას გამოტოვებს და "ბარსელონას" მხოლოდ ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული