ამ რეიტინგში სპორტსმენები ჭარბობენ და მათგან საუკეთესოა მადრიდის "რეალის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდოა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პორტუგალიელის შემოსავალმა 93 მილიონი დოლარი შეადგინა.
კლასიფიკაციას სათავეში უდგას ჰარი პოტერზე რომანების სერიის ავტორი, ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი - 95 მილიონი შემოსავლით. ტოპ-ხუთეულში სპორტსმენებიდან ვხედავთ შვეიცარიელ ჩოგბურთელს როჯერ ფედერერს - 64 მილიონი დოლარი.
სპორტსმენთაგან TOP 20-ში ასევე შესულები არიან: გოლფისტი რორი მაკილროი (მე-9 ადგილი), მრბოლელები - ლუის ჰემილტონი (11) და
მაღალანაზღაურებადი ცნობილი ევროპელების TOP 20 ასე გამოიყურება:
1. ჯოან როულინგი (ბრიტანეთი, $95 მლნ)
2. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, $93 მლნ)
3. Coldplay (ბრიტანეთი, $88 მლნ)
4. ადელი (ბრიტანეთი, $69 მლნ)
5. როჯერ ფედერერი (შვეიცარია, $64 მლნ)
6-7. ელტონ ჯონი (ბრიტანეთი, $60 მლნ)
6-7. გორდონ რამზი (ბრიტანეთი, $60 მლნ)
8. პოლ მაკარტნი (ბრიტანეთი, $54 მლნ)
9. რორი მაკილროი (ბრიტანეთი, $50 მლნ)
10. კელვინ ჰარისი (ბრიტანეთი, $48,5 მლნ)
11. ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი, $46 მლნ)
12. საიმონ კოუელი (ბრიტანეთი, $43,5 მლნ)
13. ტიესტო (ჰოლანდია, $39 მლნ)
14. სებასტიან ფეტელი (გერმანია, $38,5 მლნ)
15. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, $37,6 მლნ)
16. ედ შირანი (ბრიტანეთი, $37 მლნ)
17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, $36 მლნ)
18. გარეტ ბეილი (ბრიტანეთი, $34 მლნ)
19. კონორ მაკგრეგორი (ირლანდია, $34 მლნ)
20. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, $32 მლნ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"