ლა ლიგა. X ტური: "რეალს" სასწაული თუ უშველის [VIDEO]

AutoSharing Option
"მარკა" წერს, რომ დიდი სასწაული იქნება, თუკი "რეალი" ამ სეზონში ჩემპიონის ტიტულს მოიგებს. 10 ტური გავიდა და "ბარსასთან" ჩამორჩენა უკვე 8 ქულაა, ამაზე ცუდი კი ის არის "სამეფო კლუბისთვის", რომ მადრიდელები ცუდად თამაშობენ, ცუდად თამაშობს მათი ლიდერი კრიშტიანო რონალდოც...

ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონა" ნამდვილად ვერ თამაშობს სანახაობრივ ფეხბურთს, მაგრამ ბასკი მწვრთნელის ხელში კატალონიური გრანდი სუპერეფექტურია - ბილბაოში ეს ყველაზე მწვავედ გამოჩნდა.

მეორე ტაიმში, როცა "ბარსა" ლეო მესის გოლით იგებდა, სტუმრები საკუთარ ნახევარზე ჩაიკეტნენ და სამი ქულა მხოლოდ ტერ შტეგენის კარგი თამაშის
წყალობით გაიფორმეს. ბოლოს კი ყველაფერი "ბარსას" კონტრშეტევით დასრულდა, რომელიც პაულინიომ გოლად აქცია. არც ისე სანახაობრივ "ბარსას" 10 ტურიდან 9 მოგება და 1 ფრე აქვს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ვალვერდეს ბასკი მაყურებელი თბილად შეხვდა. ბასკეთში გუნდს ინიესტა, მასკერანო და ვერმალენი ვერ გაჰყვნენ სხვადასხვა პრობლემის გამო. ამიტომაც ვალვერდეს დიდი არჩევანი არ ჰქონია - სულ 12 ფეხბურთელი ათამაშა.

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "პირველი ტაიმი ჩვენთვის კარგი იყო - ვდომინირებდით და მომენტებს ვქმნიდით, თუმცა მათაც ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, კერძოდ - ადურისს. მეორე ტაიმში მეტოქის ზეწოლის ქვეშ მოვყევით. ბევრი შანსი არ ჰქონიათ, თუმცა ბურთს ფლობდნენ და გვჯობდნენ. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ გვყავს მესი, ვისაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, მაგრამ გუნდში არის ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელიც. სეზონი წინაა და კიდევ ბევრს ექნება შანსი, თავი გამოიჩინოს, როგორც დღეს ეს უმტიტიმ შეძლო. როგორი იყო "სან მამესზე" მოწინააღმდეგის რანგში ყოფნა? უცნაური".

ფაქტები
  • "ბარსელონას" ბოლო 17 ტურია, არ წაუგია ესპანეთის ჩემპიონატში (16 მოგება, 1 ფრე).
  • ჟორდი ალბამ (ბარსელონა) ლიონელ მესის ამ სეზონში უკვე 4 გოლი გაატანინა.
  • "ბარსელონამ" ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ, 9-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს. აქედან 6 ლეო მესიზე მოდის.
  • ლეო მესიმ "ბილბაოს" ბოლო 4 დაპირისპირებაში გაუტანა. სულ კი 32 მატჩში მესიმ "ბილბაოს" კარში 23 გოლი გაიტანა.
როგორ უნდა ითამაშოს ეფექტურად გუნდმა, ვალვერდეს გარდა, მარსელინომაც კარგად გვაჩვენა - "ვალენსია" ცდილობს, არ ჩამორჩეს ლიდერს და ეს კარგად გამოსდის. "ღამურებმა" ბასკეთის დედაქალაქიდან 3 ქულა წამოიღეს სიმონე ძაძასა და როდრიგოს გოლების წყალობით - 2:1.

იტალიელი სუპერფორმაშია. თუ "ლეგანესთანაც" გაიტანს, კლუბის რეკორდსაც გაიმეორებს (ზედიზედ 7 ტურში გატანა). აღსანიშნავია, რომ "ვალენსიამ" დისკვალიფიცირებული დანი პარეხოს გარეშე ითამაშა.

"ვალენსია" ახარებს გულშემატკივარს, რასაც ვერ ვიტყვით "ატლეტიკოზე". დიეგო სიმეონეს გუნდმა მეხუთე ფრე ითამაშა ჩემპიონატში - "ვანდაზე" "ვილიარეალს" დაუზავდა - 1:1.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "სიტუაციას პოზიტიურად ვუყურებ. თუ ასე ვითამაშებთ, საუკეთესო ფორმას მივუახლოვდებით. ბოლო მატჩებისგან განსხვავებით, საუკეთესოდ ვითამაშეთ. მე ისევ მწამს ამ ფეხბურთელების შესაძლებლობების. ანხელ კორეა სწრაფად "იზრდება" და იმედი მაქვს, ეს პროცესი არ შეჩერდება".

"რეალმა" წააგო, იმის მიუხედავად, რომ ამ სეზონში სტუმრად უსწრაფესი გოლი გაიტანა - კრიშტიანო რონალდოს დარტყმულს ისკომ დაამატა. ამის შემდეგ კრისტიან სტუანიმ და პორტუმ გამარჯვება ლა ლიგაში აღზევებულ "ჟირონას" მოუტანეს.

ბუნებრივია, "სამეფო კლუბზე" პოლიტიკურმა სიტუაციამაც მოახდინა გავლენა - "ჟირონა" კატალონიის წარმომადგენელია, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ერთ-ერთი პირველი ესპანეთის დროშა სწორედ ჟირონას მუნიციპალიტეტის შენობის თავიდან ჩამოხსნეს.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "სამი ქულა დავკარგეთ და ლიდერს რვით ჩამოვრჩებით, მაგრამ არაფერი იცვლება - "რეალს" შეუძლია ამ ჩამორჩენის ამოქაჩვა, ხოლო კონკურენტები აუცილებლად დაკარგავენ ქულებს. არ ვფიქრობ, რომ დღეს ცუდად ვითამაშეთ. ზოგი ამბობს, რომ ლა ლიგაში თამაში გვეზარება. რა სისულელეა".

"ჟირონას" გამარჯვება "რეალზე" ორიენტირი უნდა იყოს ყველა კატალონიელისთვის", - ამბობს კატალონიის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი, რომელიც ესპანეთის მთავრობამ უკვე გადააყენა, თუმცა იგი დღეს ჩვეულებრივად აპირებს თავისი მოვალეობის შესრულებას.

სხვა ფაქტები
  • "სევილიამ" "ლეგანესთან" ბოლო 8 დაპირისპირებიდან 6 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
  • ანხელ კორეას 4 გოლის გასატანად ამ სეზონში 10 მატჩი ეყო, გასულ სეზონში კი საამისოდ 31 მატჩი დასჭირდა.
  • "ატლეტიკოს" 9 ტურია, რაც პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვია.
  • საულ ნიგესმა ლა ლიგაში მე-100 მატჩი ითამაშა "ატლეტიკოს" მაისურით.
  • დიეგო გოდინმა "ატლეტიკოს" ფორმა 315-ედ მოირგო და კლუბის რეკორდსმენი გახდა ამ მაჩვენებლით უცხოელთა შორის. მან ლუის პერეას გაასწრო.
  • ფილიპე ლუიში გახდა "ატლეტიკოს" მე-4 არაესპანელი ფეხბურთელი (გრიფას, გოდინისა და პერეას შემდეგ), ვინც ლა ლიგაში 200 მატჩი ითამაშა.
  • ლა ლიგის ახლანდელ მცველებს შორის ალექსის რუანოზე (ალავესი) მეტი თავური გოლი მხოლოდ სერხიო რამოსს (34) და დიეგო გოდინს (14) აქვთ გატანილი. ალექსისის ანგარიშზე 11 გოლია.
  • სიმონე ძაძამ (ვალენსია) ბოლო 6 ტურში 8 გოლი გაიტანა.
  • ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) უკვე მე-13 მატჩში ვერ გაუტანა "ვილიარეალს".
  • "ვალენსიას" ასეთი სტარტი 10 ტურის შემდეგ ლა ლიგაში არასოდეს ჰქონია.
  • "ვალენსიამ" 2014 წლის მერე პირველად შეძლო დანი პარეხოს გარეშე მოგება.
  • "მალაგამ" ამ სეზონში პირველად მოიგო, როგორც პირველი ტაიმი, ისე მატჩი ამ სეზონში.
  • მორალესმა "ლევანტეს" ბოლო 6 გოლიდან 5-ში მიიღო მონაწილეობა.
  • "რეალმა" ლა ლიგაში 13-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა სტუმრად.
  • ლა ლიგაში ქარიმ ბენზემა (რეალი) 32 გუნდს შეხვედრია და 31-ს გოლიც გაუტანა. ერთადერთი გამონაკლისი "ჟირონაა".
  • 1990 წელს "რეალმა" "ბურგოსთან" წააგო. მას მერე ლა ლიგაში "სამეფო კლუბს" ახალგადმოსულ გუნდთან არ წაუგია.
  • მიკელ ოიარზაბალმა (რეალ სოსიედადი) ლა ლიგის 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა. შარშან მან მთელ სეზონში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.
  • "ლეგანესმა" მშრალი სერია მე-500 წუთზე დაასრულა.

ლა ლიგა. X ტური

ალავესი-ვალენსია 1:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ძაძა (34), 1:1 ალექსისი (49), 1:2 როდრიგო (66-პენ)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გარაი, გაბრიელი, გაია - ა. პერეირა, სოლერი (87. მაქსიმოვიჩი), კონდოგბია, გედეში (77. ლატორე) - როდრიგო, ძაძა (79. მინა)

ატლეტიკო-ვილიარეალი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ა. კორეა (61), 1:1 ბაკა (81)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - ა. კორეა, თომასი, გაბი, საულ ნიგესი - გამეირო (75. ვიეტო), გრიზმანი

ბილბაო-ბარსელონა 0:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 მესი (36), 0:2 პაულინიო (92)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა, ნუნიესი, ლაპორტი, ლეკუე - იტურასპე, სან ხოსე (68. ბენიატი) - ვილიამსი (83. სუსაეტა), რაულ გარსია, კორდობა - ადურისი
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, პაულინიო, ბუსკეტსი, ანდრე გომეში (83. სემედუ) - მესი, ლ. სუარესი

სევილია-ლეგანესი 2:1
გოლები: 1:0 ბენ იედერი (20), 1:1 შიმანოვსკი (48-პენ), 2:1 სარაბია (54)
სევილია (4-2-3-1): სორია - კორშია (78. ხესუს ნავასი), კიაერი, ლონგლე, ესკუდერო - პისარო, ნ"ზონზი - სარაბია, კრონ-დელი (63. ბანეგა), კორეა (42. ნოლიტო) - ბენ იედერი

ხეტაფე- სოსიედადი 2:1
გოლები: 0:1 ოიარზაბალი (5), 1:1 ა. როდრიგესი (78), 2:1 მოლინა (85-პენ)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე (68. ა. ელუსტონდო), ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ჩაბი პრიეტო, ზუბელდია, კანალესი (77. პარდო) - იანუზაი (60. ველა), ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი

ჟირონა-რეალი 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ისკო (12), 1:1 სტუანი (54), 2:1 პორტუ (58)
რეალი (4-3-1-2): კასილია - ჰაკიმი (66. ასენსიო), ვარანი (46. ნაჩო), ს. რამოსი, მარსელო (66. ლ. ვასკესი) - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო - რონალდო, ბენზემა

ეიბარი-ლევანტე 2:2
გოლები: 0:1 მორალესი (35), 0:2 ბარდჰი (37), 1:2 არბილია (51), 2:2 შარლესი (74)

მალაგა-სელტა 2:1
გოლები: 1:0 ადრიანი (45+1), 1:1 ასპასი (76), 2:1 რესიო (82-პენ)

ორშაბათი, 30 ოქტომბერი
ესპანიოლი-ბეტისი 23:59
ლას პალმასი-დეპორტივო 23:59

ბომბარდირები: 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); 6 - როდრიგო (ვალენსია), ანტონიო სანაბრია (ბეტისი).

მომდევნო ტური
3 ნოემბერი: ბეტისი-ხეტაფე;
4 ნოემბერი: ვალენსია-ლეგანესი, დეპორტივო-ატლეტიკო, ალავესი-ესპანიოლი, ბარსელონა-სევილია;
5 ნოემბერი: ლევანტე-ჟირონა, სელტა-ბილბაო, რეალ სოსიედადი-ეიბარი, ვილიარეალი-მალაგა, რეალი-ლას პალმასი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გასაგები რომ იყოს სად ჩვენ და სად კატალონია. კატალონია მხოლოდ დასაწყისია იმ სეპარატისტული თესლის გაღვივებისა რაც "ბებერი კონტინენტის" წიაღშია ჩამალული და თავის დროს ელოდება. ამას აუცილებლად აყვებიან ბასკები და ისევ ამუშავდება მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია "ეტა", რომელსაც ათწლეულების მანძილზე ძრწუნვასა და შიშის კანკალში ყავდა ესპანეთი. ისევ გაიღვიძებს ირლანდიის გამათავისუფლებელი არმია და მუსლიმების ხელიც კი არ დასჭირდება მთლიანად ევროპის დაშლა დაქუცმაცებას. ბევრი ოლქი და მხარეა ყველა ევროპულ "გრანდ სახელმწიფოებში" რომლებიც მიძინებული ვულკანებივით ელოდებიან თავის დროს. თუნდაც ტიროლის ოლქი იტალიაში სადაც სულ ავსტრიელები ცხოვრობენ და ისტორიულადაც ავსტრიის ტერიტორია იყო, მაგრამ ვიღაცამ, რომელიღაც შეთანხმების საფუძველზე მიაჩუქეს მაკარონნიკებს, როგორც ჩვენი ტაო-კლარჯეთი თავის დროზე ოსმალოებს და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ასეთი ნელი მოქმედების ნაღმი დევს ევროპის წიაღში. ამდენად როცა საქმე ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ა.შ. სპორტი და ეგეთი რაღაცეები საერთოდ უმნიშვნელო ხდება და აღარავის გაახსენდება არც "ბარსელონა" და არც "რეალი". რომ დასჭირდეთ ხვალ "ბარსელონას" ყველა კატალონიელი წევრი იარაღს აისხამს და იბრძოლებს ესპანეთის წინააღმდეგ და ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნება.
................
15:22 30-10-2017
2
ეგ "რეალს" თუ ესპანეთს ვერ უშველის სასწაული. გვიანია უკვე ტრაკის მიცემა . კატალონიამ დამოუკიდებლობა უკვე გამოაცხადა და სავარაუდოდ არც აპირებს უკან დახევას. როგორც ჩვენ ვერ ვნახავთ სოხუმის "დინამოს" საქართველოს ჩემპიონატში ისე ვერ იხილავენ წუწკი ესპანელები მალე ვერც "ბარსელონას" და "ესპანიოლსაც" არათუ "ჟირონასა" და "ხიმნასტიკს". ერთ ბედქვეშა ვართ ლაბავ(ესპანეთო) ჩვენ და თქვენ, ღმერთმა გარგუნათ ჩვენი ბედი თქვენც. რავარც მიშას და კვირიკაშვილის უკანა ტანებმა ვერ გვიშველა, ასევე ვერ უშველის ესპანეთს და საერთოდ ცისარტყელას ფერებში მოკიაფე ევჟოპას ვერანაირი ტრაკის მიცემა დაშლისგან. ოხ რას "ვიშფოთებთ" ბრაზისაგან, ნაწილ-ნაწილ რომ მოუწევთ მუსლიმური სახადის მოგერიება და გადახარშვა. მოგაწვაათ ბუმერანგი კინკრიხოებში მამათმავლების საბუდრებს.
................
14:26 30-10-2017
1

სიახლეები პოპულარული