დეულოფეუ: ყველა ტურნირზე წარმატებით ვასპარეზობთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" 23 წლის ნახევარმცველმა ჟერარ დეულოფეუმ განაცხადა, რომ "ოლიმპიაკოსი" უნდა დაამარცხონ და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა გაინაღდონ:

"ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბერძნეთში 3 ქულისთვის ჩამოვედით, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლა ვადამდე გავინაღდოთ და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად გადავდგათ ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება,

ჩინებულ ფორმაში ვართ და ყველა ტურნირზე გამარჯვების შანსი გვაქვს, რაც ჩვენი შრომის ნაყოფია. ვიცით, ჩვენი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე საბერძნეთში წარმატებული სპეციალისტი იყო. გამიკვირდა, "კამპ ნოუზე" "ოლიმპიაკოსის" ფანები მის სახელს რომ სკანდირებდნენ.

ვალვერდესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მათამაშებს, დანარჩენი
კი თავად უნდა დავიმსახურო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული